30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მის წინ დადგა და მიაგება ფრთიანი სიტყვა:

”ენეას, ტროელთ მბრძანებელო, თუკი ახლობელთ

ბედი გაწუხებს, შეეწიო უნდა მეგობრბს.

465 წამო, დავიცვათ ალკათოოს, რომელიც ჭაბუკს,

სიძედ რომ გერგო, თავის სახლში თავს გევლებოდა.

იდომენევსმა დასცა იგი, მძლე შუბოსანმა”.

ასე უთხრა და მკერდში სული აუბობოქრა.

დევკალიდისკენ გამოიჭრა ბრძოლის მსურველი.

470 მაგრამ არ შედრკა, ყმაწვილივით იდომენევსი.

იდგა ურყევად, ვით მთის ტახი ძალმოცემული,

მონადირეთა თავდასხმას რომ მოელის სასტიკს

უკაცურ ტყეში, აუბურძგლავს მრისხანედ ქედი,

თვალი უკვესავს მხეცს, ვით ალი წვეტიან ღოჯებს

475 აჩენს, მზად არის ყირამალა დაუშვას მტერი.

ასე ელოდა იდომენევს ფეხმოუცვლელად

მისკენ გამოჭრილ შმაგ ენეასს, მხოლოდ მებრძოლებს

მხნედ მოუხმობდა: ასკალაფოსს და დეიპოროსს,

აფარევსსა და მერიონეს, ბრგე ანტილოქოსს.

480 ომნაცად გმირებს მიმართავდა ფრთიანი სიტყვით:

”აქეთ, ო, აქეთ, საყვარელნო, ნუ მტოვებთ მარტო -

საშინელია ენეასი! იგი თავს მესხმის,

ორთაბრძოლაში, კაცთ კვლაში ვინ შეედრება!

ბრწყინავს პირველი სიყმაწვილის ფერით და ძალით!

485 ჩვენ რომ ტოლფერნი ვიყოთ ხანით, ვითარცა სულით,

ან მე ან იგი გამარჯვებით ვიამაყებდით!”

ასე ამბობდა, ერთსულოვნად მივიდნენ მასთან

მებრძოლნი, გვერდით ამოუდგნენ, ფარი შემართეს.

ხოლო ენეას აქეზებდა თავის ლაშქარსაც,

490 უხმობდა პარისს, დეიფოროსს, ღმერთეებრ აგენორს,

ტროელთა რაზმებს მასთან ერთად რომ მოუძღოდნენ.

ყველა მოვიდა, როგორც მძლავრ ვერძს მიჰყვება ფარა

იალაღიდან სარწყულებლად და მწყემსიც ხარობს.

ასე ლაღობდა სულით მოყმე, მძლე ენეასი,

495 როცა ხედავდა მისკენ სწრაფად მომავალ ლაშქარს.

ალკათოოსის ირგვლივ ბრძოლა გაჩაღდა მძაფრი,

ვეება შუბებს იღერებდნენ, სპილენძი მკერდზე

ხშირი კვეთებით ჟღრიალებდა ყურის წამღებად.

ორი მედგარი აბჯროსანი, ორი მამაცი

500 ენეასი და იდომენევს, არესის მსგავსნი

ერთურთს უშენდნე რვალს, სიკვდილის მომასწავებელს.

პირველად სტყორცნა იდომენევსს მხნე ენეასმა.

შენიშნა შუბი, აიცდინა დამხვდურმა რვალი.

შეტოკდა შუბი და ჩაეჭდო მიწაში თრთოლვით,

223

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!