30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დაიწყე, ძალა საშინელი წარმოაჩინე,

480 დრო არ გვაქვს ბასრი იარაღით უქმად დგომისა.

ცხენებს მიხედე! ან მტერს დასცხე, სხვა ჩემზე იყოს!’

ტიდიდს შთაბერა თვალმცეცხლია ათენამ ძალა,

ჩეხვა დაიწყო გმირმა, გმინვა გაისმა ირგვლივ,

ხმლით განგმირულთა სისხლმა წითლად შეღება მიწა.

485 ლომი რომ არვეს წააწყდება, ფარას დაუცველს,

თხათა და კრავთა სისხლის მდომი მსწრაფლ დააცხრება, -

ასე თორმეტი თრაკიელის მოსრა ტიდიდმა.

ხოლო იმავ დროს ოდისევსი ჭკუაულევი

გვამებს, აჩეხის ორლესულით ტიდიდის მიერ,

490 ფეხებით სწრაფად დაითრევდა, გვერდზე გაჰქონდა,

რათა ცხენები თრაკიელთ, სქელფაფრიანნი,

თან წაჰყოლოდნენ თვინიერად, არ შემკრთალიყვნენ,

როცა გვამებზე გაივლიდნენ მიუჩვეველნი.

ბოლოს მიადგა დიომედე თვით მძინარ მეფეს

495 და იგი იყო მეცამეტე, ვისაც სიცოცხლე

წარსტაცა. მოყმეს თავს წაადგა სიზმარში ჩაფლულს,

ათნას რჩევით მოსული ძე ოინეიდის.

ერთ მთლიან ფლოქვად ქცეულ ცხენებს ახსნა სადავე

ერთურთს მიაკრა ოდისევსმა, გამოატარა,

500 მშვილდს სცემდა, ფიქრად არ მოსვლია, ჭრელი მათრახი

აეღო მეფის ჩუქურთმებით მორთულ ეტლიდან.

შემდეგ ტიდევსის ძეს ნიშანი მისცა მან სტვენით.

ის კი ფიქრობდა, სამამაცო რა ვქნაო კიდევ:

ეგების ეტლი დავითრიო საჭურველით სავსე,

505 ხელნაზე ვტაცო ხელი, ან მთლად ციმ-ციმ წავიღო,

თუ მეტ თრაკიელს ავართვაო სული მახვილით

როცა ამ ფიქრში იყო, მაშინ მიუახლოვდა

თვითონ ათენა და მიმართა მძლე დიომედეს:

”გაცლა იფიქრე, ო, ტიდევსის ძევ სულზვიადო!

510 გემს გამოფუღრულს დაუბრუნდი, ვერც კი გააღწევ,

თუ ტროელთ ღმერთი გააღვიძებს, მტრად მოვლენილი”.

ასე უთხრა და მოყმემ იცნო ხმა ქალღმერთისა,

სწრაფა ამხედრდა, ოდისევსი ორსავე მერანს

მშვილდს სცემდა, ცხენნი მიგელავნენ ხომალდებისკენ.

515 ამ დროს მზრუველმა აპოლონმა შორსმოისარმა

შენიშნა, გმირეს რომ თან ახლდა ღმერთი ათენა,

გამწყრალი მყისვე გაექანა ტროელთ ლაშქრისკენ.

იქ გააღვიძა თრაკიელი ჰიპოკოონტი,

მეფე რესოსის ნათსავი.

წამოხტა გმირი,

178

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!