30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მის საპასუხოდ ზევსმა ბრძანა ღრუბელთმარეკმა:

65 ”ჰერავ, მეუღლევ, ნუ მრისხანებ ახლა ღმერთებზე.

მოკვდავთ თანაბარ ხვედრს ვერ მივცემთ! მაგრამ ჰექტორიც

გვიყვარს, ვინც კია ილიონში, ყველაზე მეტად,

მეც მიყვარს! იგი არ გვაკლებდა საამო ზორვას.

უხვი ზვარაკით სავსე მქონდა საკურთხეველი -

70 სურნელოვანით. ჩვენ შეგვფერსი ზორვა ასეთი.

მაგრამ ნუ ვფიქრობთ მოტაცებას, ძნელი საქმეა,

რომ ვერ გაიგოს აქილევსმა მოპარვა ცხედრის:

დედა პელიდთან დადის ხოლმე დღითა და ღამით.

უკეთესია თეტისს ჩემთან მოუხმოს ვინმემ.

75 ბრძნულ სიტყვით ვეტყვი: აქილევსმა უნდა აიღოს

გამოსასყიდი პრიამესგან, დაუთმოს გვამი”.

ამის თქმა იყო და გაფრინდა ფრთიანი ირის.

ღვინისფერ ზღვაში კლდოვან იმბროსს და სამოსს შუა

უმალ ჩაეშვა და აკვნესდა მის ქვეშ მორევი,

80 ზღვის ჯურღმულებში ჩაიკარგა, ვით მძიმე ბრპენი.

მოზვრის რქას ბრპეს რომ მიაბამენ, ჩაიძირება

წყალში ვერაგი და ხარბ თევზებს სიკვდილს უქადის.

იქ, ღრმა მღვიმეში, მან იხილა დედა თეტისი,

ზღვის ქალღმერთების შუა იჯდა, შვილს დასტიროდა,

85 მის ხვედრს:

აქილევსს ბორცვებიან ტროის მხარეში

ელოდა, მამულს მოცილებულს, ბედი საზარი.

დედის წინაშე დადგა, უთხრა მაცნე ირისმა:

”ზევსი მოგიხმობს, შეუცდომელ აზრთა მფლობელი”.

პასუხად უთხრა მას თეტისმა ვერცხლისფეხებამ:

90 ”დიადი ღმერთი რას მიბრძანებს

მრცხვენია კიდეც

გამოვეცხადო უკვდავ ღმერთებს დარდით ტანჯული!

მაგრამ მზადა ვარ, ის ამაოდ არ მეტყვის სიტყვას!”

ასე ბრძანა და საგლოველი ძაძა ჩაიცვა,

ყველა სამოსზე უფრო თალხი წამოსასხამი.

95 წინ მიუძღოდა მას ირისი ქარისფეხება

და გაიშალნენ ზღვის ტალღები ქალღმერთთა ირგვლივ.

ხმელეთს მიადგნენ და აიჭრნენ ზეცისკენ უმალ.

იხილეს ზევსი, მის წინაშე ჩამომსხდარიყვნენ

ნეტარნი ღმერთნი, შეკრებილნი ბჭობად ოლიმპოს.

100 ათენამ ზევსთან მიუჩინა თეტისს ადგილი.

ჰერამ მიართვა ოქროს თასი და ანუგეშა.

დალია დედამ, დაუბრუნა უკან დედოფალს.

სიტყვა დაიწყო მოკვდავთა და უკვდავთა მამამ:

388

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!