30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

არესის რჩეულს, ფეხმარდ ბელადს დანატრებულნი

მერანნი უქმად ვრცელ ბანაკში დასეირნობდნენ.

780 დაიძრნენ სპანი, თითქოს ცეცხლი მოედო მიწას,

კვნესა აღმოხდა, როგორც ზევსის მძვინვარების დროს,

როს ტვიფოევსით აპობს ხოლმე ქვეყანას ღმერთი,

არიმოისთან, ტვიფოევსის სამთიობოსთან.

ისე კვნესოდა დედამიწა მებრძოლთა ფეხქვეშ.

785 მინდორი სწრაფად გაიარა აქაველთ ჯარმა.

ტროელთ ეწვია მალემსრბოლი მაცნე ირისი,

ფაროსან ზევსის მოციქული, მრისხანე ცნობით.

ტროელნი ბჭობდნენ პრიამოსის ბჭესთან იმჟამად,

ჭაბუკს თუ მცხოვანს მოეყარა მეფესთან თავი.

790 მათ შორის დადგა და მიმართა მაცნემ ფეხმარდმა,

ხმით მიემსგავსა პრიამეს ძეს, მამაც პოლიტეს,

თვისი სიმარდის იმედით რომ იდგა გუშაგად

მაღალ ყორღანზე მცხოვან გმირის აისვეტესი,

რათა გაეგო აქაველთა თავდასხმის დროზე.

795 მიიღო მისი გარეგნობა და თქვა ირისმა:

”მოხუცო, მრავალსიტყვაობა ახლაც გჩვევია,

ვით მშვიდობის ჟამს, მაგრამ გელის სასტიკი ბრძოლა.

მე არაერთგზის მოვსწრებივარ სისხლისმღვრელ ომებს,

მაგრამ არასდროს არ მინახავს ამდენი ხალხი!

800 ფოთლებივით და ქვიშასავით ურიცხვი ჯარი

მოემართება საბრძოლველად ქალაქისაკენ. . .

ჰექტორ! მე მოგცემ სასარგებლო რჩევას, მისმინე:

ბევრი შეყრილა მოკავშირე ტროელთ ქალაქში,

მრავალ ენაზე მოსაუბრე, მრავალ ქვეყნიდან.

805 ყოველ ტომს თითო მიუჩინე მოყმე რჩეული,

რომ უწინამძღვროს მხედრობას და მოქალაქეებს”.

ასე უბრძანა და მიუხდვა ჰექტორი ქალღმერთს.

კრება დაშალა. აღიჭურვა ლაშქარი სწრაფად,

გახსნეს კარიბჭე, გამოცვივდნენ მებრძოლნი გარეთ,

810 ქვეითები და ცხენოსანნი. ატყდა გნიასი.

ქალაქთან ახლოს, ველის პირას, ერთი ბორცვი დგას,

აქეთ-იქიდან შეიძლება შემოუარო,

ბატიეიას ეძახიან ოდითვე კაცნი,

ხოლო უკვდავნი - ფეხმსუბუქი მირინეს საფლავს.

815 ბორცვთან გაიყვნენ ტროელნი და მოკავშირენი.

ტროელთ ჰექტორი მიუძღოდა ზუჩმოელვარე,

მის გვერდით იდგა რჩეული და დიდძალი ჯარი,

ბოძალით ბრძოლას ესწრაფოდა გულანთებული.

64

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!