30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ასე თქვა.

შეკრთა პრიამოსი და გაუყუჩდა,

ლომივით სწრაფად წამოიჭრა გმირი აქილევს,

კარებს მივარდა, თანვე მიჰყვა ორი მეაბჯრე -

ავტომედონტ და ალკიმოსი, მოძმეთა შორის

575 პატროკლეს შემდეგ მათ ყველაზე მეტად სწყალობდა.

მოსართავები მოხსნეს ცხენებს, შემოიყვანეს

კარავში მეხმლე მოხუცისა. დასვეს ვაჟკაცი.

მეფურ საზიდრით მოტანილი განძი დააწყვეს -

ჰექტორის თავის საზღაური უძვირფასესი.

580 მხოლოდ დატოვეს მოსასხამი ორი, ქიტონიც,

რომ შემოსილი გაეგზავნათ ტროას ცხედარი.

გმირმა უბრძანა მონა-ქალებს გვამის განბანა,

ნელსაცხებლებით დამშვენება, ისე რომ მამას

არ დაენახა: ვაი თუ მას განარისხებდა

585 შვილის იერი! ეგებ მაშინ ღვთის უნებურად

აქილევსს ხელიც აღემართა ბედშავ მოხუცზე.

განბანეს გვამი და განპოხეს მშვენიერ საცხით

მონა-ქალებმა, მოსასხამი გადააფარეს,

და აქილევსმა სარეცელზე თვით დაასვენა,

590 მეგობრებმა კი მოათავსეს ელვარე ეტლზე.

მაშინ პელიდმა სულთქმნა, გლოვით შესძახა მოძმეს:

”ძმაო პატროკლევ, ნუ დამძრახავ, პირქუშ ჰადესში

თუ ხმა მოგწვდება, ღვთაებრივი ჰექტორის გვამი

რომ დავუბრუნე მამას! დიდი საზღო გაიღო

595 და შენ ზვარაკად შემოგწირავ წილს იმ განძიდან!”

ასე თქვა.

კარავს დაუბრუნდა კვლავ აქილევსი.

დაეშვა ლამაზ სავარძელში, რომელსაც წეღან

მოსცილდა უცბად წამომდგარი. მიმართა მოხუცს:

”ძე დაგიბრუნდა, ვით გენება, წევს სარეცელზე

600 უცხოდ მორთული, სისხამ დილით გარეთ რომ გახვალ,

იხილავ თვითონ. მაგრამ ახლა გვმართებს ვახშამიც.

თვით ნიობემაც უბედურმა ვერ დაივიწყა

საზრდო, თუმც ერთად თორმეტივე შვილი დაკარგა:

ექვსი ასული საყვარელი, ექვსიც ჭაბუკი.

605 ბიჭები დასცა აპოლონმა ბასრი ისრებით,

ხოლო გოგონებს არტემისმა მოუღო ბოლო.

ლეტოს შეჰკადრა გაჯიბრება თურმე ნიობემ:

ის ორისა და მე კი მრავალთ მშობელი ვარო!

სწორედ იმ ორმა დაუხოცა მკვეხარას ყველა.

610 ცხრა დღე ეყარნენ. . . და არ იყო ამ ქვეყნად კაცი,

რომ დაეკრძალა: ქვად აქცია თავხედნი ზევსმა.

400

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!