30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

322. ჰ ა დ ე ს ი - მიწისქვეშეთის სამეფო, საიქიო, სულეთის ღმერთი.

ქება მეოთხე

2. ჰ ე ბ ე - ზევსისა და ჰერას ასული, სიყმაწვილის ქალღმერთი.

3. ა ლ ა ლ კ ო მ ე ნ ე - ათენას ეპითეტი ბეოტიის ქალაქის ალალკომენიას მიხედვით. ეს ქალაქი

ითვლებოდა ათენას სამშობლოდ. გარდა ამისა, ეს სიტყვა გაიაზრებოდა მომდინარედ

სიტყვისაგან ”ალალკეინ” და აღიქმებოდა როგორც ”მტერთა უკუმგდები”, ”დამცველი”.

91. ა ი ს ე პ ო ს ი - მდინარე მისიაში (მიზიაში).

101. ლ ი კ ი ე ლ ი - აპოლონის ეპითეტი, ”ლიკიას შობილი”.

166. ე თ ე რ ი - სივრცე ზეცის კამარასა და ჰაერს (ატმოსფეროს შორის).

219. ქ ი რ ო ნ ი - ბერძენი კენტავარი, რომელმაც აღზარდა ჰერაკლე, იასონი, აქილევსი და სხვა

გმირები.

377. პ ო ლ ი ნ ი კ ე - ოიდოპოსის ძე. იგი თებედან გააძევა ძმამ ეტეოკლემ. პოლინიკემ თავი მოუყარა

ლაშქარს და დაესხა თებეს. ბრძოლაში ძმებმა ერთურთი დახოცეს.

385. კ ა დ მ ო ს ე ლ ნ ი - კადმოსი იყო ფინიკიელთა მეფის აგენორის ვაჟი. მან ბეოტიაში დაარსა ქალაქი

თებე.

386. ე ტ ე ო კ ლ ე - პოლინიკეს ძმა, იხ. IV, 377.

477. ს ი მ ო ი ს ი ო ს - მდინარე სიმოენტის პირას შობილი, სიმოენტისპირელი.

508. პ ე რ გ ა მ ო ს ი - ტროის ანუ ილიონის აკროპოლისის სახელწოდება.

515. ტ რ ი ტ ო გ ე ნ ია - ათენას ეპითეტი (მნიშვნელობა არ არის ნათლი).

ქება მეხუთე

51. ა რ ტ ე მ ი ს ი - მარადქალწული ნადირობის ქალღმერთი. ლეტოს და ზევსის ასული, აპოლონის

და.

63. ამ გემით გაიტაცა პარისმა ელენე. იგი გახდა სათავე ტროის ომისა.

83. მ ო ი რ ა - ბედისწერის ქალღმერთი. ჰომეროსის შემდგომ ხანებში ბერძნებს წარმოდგენილი

ჰყავდათ მოირა სამი ქალღმერთის სახით: კლოთო ქსოვს ცხოვრების ძაფს, ლაქესისს ამოაქვს კაცის

წილხვედრი, ხოლო ატროპოსი წყვეტს სიცოცხლის ძაფს.

222. ტ რ ო ს ი - ტროელ მეფეთა მამამთავარი, მისი სახელი (ტროა) ეწოდა ქვეყანასაც, იგივე სახელი

ჰქვია ერთ-ერთ ტროელს, რომელიც მოკლა აქილევსმა.

266. გ ა ნ ი მ ე დ ი - ტროელთა მეფის ტროსის ვაჟი, რომელიც ზევსმა მისი სილამაზის გამო მამას

გაუცვალა რაშებში. მოგვიანო თქმულებით განიმედი ზევსმა არწივს მოატაცებინა, უკვდავება

416

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!