30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თემიდამ, ზევსის სასახლეში მოვიდა ყველა,

რუ და მდინარე, ოკეანე აკდათ ჭაღარა.

იყვნენ ნიმრები, აყვავებულ ჭალების მკვიდრნი

და მოლივლივე მდინარეთა, ტყეთა და ველთა.

10 ღრუბელთმარეკი ზევსის სახლში შეკრებილები

დასხდნენ ბრწყინვალე პალატებში, რომელნიც კრონიდს

ჰეფესტომ დიდი შთაგონებით აუგო წინათ.

აქ თავს იყრიდნენ მამა-ზევსთან, თვით მიწისმძვრელი

როდი ეურჩა ქალღმერთს, ზღვიდან მოვიდა ზეცად.

15 დაჯდა შუაში და კრონიდის ნება იკითხა:

”რად უხმობ, ვერცხლისელვიანო, კრებად უკვდავებს

გინდა განსაჯო ტროელთა და არგიველთ საქმე

არ დაყოვნება შეტაკება მათი რამზების!”

პასუხად უთხრა მამა-ზევსმა ღრუბელთბატონმა:

20 ”შენ გამოიცან ზრახვა ჩემი, მიწისმრყეველო,

სწორედ ამისთვის გიხმეთ, ვწუხვარ მოკვდავთა გამო.

მაგრამ დავრჩები სათვალთვალოდ ოლიმპოს თხემზე,

დავტკბები მზერით. თქვენ კი წახვალთ ყველანი ახლავ

მამაც ტროელთა და აქაველთა რაზმებისაკენ.

25 ამათ და იმათ შეეწიეთ, ვინც თქვენ გერჩიოთ.

ტროელებს მარტო აქილევსიც ეყოფათ რისხვად,

ერთი წამითა ბრძოლის ველზე ვერ გაუძლებენ,

წინათ შეხედვაც თავზარს სცემდათ, თრთოდა ლაშქარი,

ახლა კი, რისხვით ანთებულა მეგობრის გამო,

30 ვშიშობ, არ ასცდეს ბედისწრას, ტროა არ მოსპოს”.

ასე თქვა. შუღლი გააჩაღა. ღმერთებს საერთო

სულისკვეთება როდი ჰქონდათ. მყის მოსწყდნენ ზეცას.

ჰერას ათენა აქაველთა ბანაკში მიჰყვა,

პოსეიდონი მიწისმძვრელი, შემდეგ ჰერმესი -

35 უხვად გამცემი საამო ძღვნის, ჭკუანათელი.

ძალისმხმეველი და ვეება ღმერთი ჰეფესტოც

მიჰყვა კოჭლობით, ძლივს ადგამდა ხეიბარ ფეხებს.

ტროელთ ლაშქართან გაჩნდა არეს, ზუჩმოელვარე,

აპოლონ - თმების არ მკრეჭელი და არტემისი,

40 ლეტო, ქსანთოსი, აფროდიტე ამოდ მღიმარი.

სანამ ღმერთები შეერივნენ ადამიანებს,

მხნედ იდგა რაზმი აქაველთა, რაკი პელიდი

გამოჩნდა, დიდხანს საზარ ომს რომ თავს არიდებდა.

ტროელთ ლაშქარში ყველას შიშით ურთთოდა მუხლი,

45 რაკი კვლავ მოჰკრეს თვალი ველზე აქილევსს ფეხმარდს,

მრისხანედ რვალით მოელვარეს, ვით მმუსვრელ არესს.

მაგრამ მეომართ როს მიადგნენ ოლიმპიელნი,

326

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!