30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ნაჩუქარს.

გმირი უკუიქცა, რაზმს შეერია,

355 მუხლთ მოეკეცა, მძლავრი ხელით დაეყრდნო მიწას,

თავი ჩაქინდრა, ღამე თვალზე გადაეფარა.

მაგრამ ტიდიდი სანამ ოროლს, შორს გადაფრენილს,

მეწინავეთა შორის გაჰყვა ამოსაძრობად,

სული მოითქვა, გონს მოეგო გმირი ჰექტორი,

360 შეახტა ეტლს და საზარ სიკვდილს უმალ გაექცა.

შუბით მისდევდა, მისძახოდა მძლე დიომედე:

”ძაღლო, გაექეც ისევ სიკვდილს თავს განსაცდელი

დაგტრიალებდა. კვლავ შიშველა აპოლონ ღმერთმა!

მასზე ლოცულობ, სანამ ისრის სტვენას მოისმენ!

365 გაგისწორდები, თუ შეგხვდები ოდესმე კიდევ,

ვინძლო მეც მყავდეს ღმერთთა შორის ვინმე მფარველი!

ახლა დავამხობ სხვა ტროელებს, ვისაც მივწვდები!”

პაიონიდის საჭურველის აყრა ეწადა,

როცა პარისმა, თმამშვენიერ ელენეს ქმარმა,

370 მშვილდით ნიშანში ამოიღო ძე ტიდევსისა,

ამოეფარა საფლავის სვეტს მოხუც ილოსის,

დარდანოსის ძის, ძველისძველ დროს განთქმული კაცის.

რა დაინახა, აგასტროფოსს რომ აშიშვლებდა,

ფარს მხრიდან გლეჯდა, ზუჩს - თავიდან, ხოლო სამკერდულს

375 მკერდზე აცლიდა დიომედე, დაჭიმა მშვილდი,

სტყორცნა ისარი და ამაოდ როდი გარჯილა:

მარჯვენა ტერფში მოახვედრა, გაკენწლა სეფქამ

და ძირს დაეცა.

მოზეიმე პარის სიცილით

მოსცილდა საფარს და შესძახა ძლევით ამაყმა:

380 ”მოგხვდა! ამაოდ მაშ ისარი არ გაფრენილა!

მუცელში მორტყმით, გმირო, სულსაც ამოგართმევდი!

და რამდენადმე ამით შვებას მოვგვრიდი ტროელთ,

შენ რომ თავზარს სცემ, როგორც ლომი - კიკინა კრავებს!”

მოყმეს უშიშრად უპასუხა მძლე დიომედემ:

385 ”ვერაგო, თმებით მოამაყევს, ქალთა შემცდენო!

აშკარად, ხელში იარაღით რომ შემხვედროდი,

ვერ გიშველიდა ვერც მშვილდი და ვერც ისრის სეტყვა.

შენ მხოლოდ ტერფი გამიკაწრე, ამდენს იკვეხნი!

მე კი - რა! თითქოს ბავშვს მოერტყას, ანდა ნაზ გოგოს!

390 ასე ბლაგვია ისრის წვერი სუსტი კაცისა!

სხვაგვარად მიქრის ჩემი: როცა სხეულს მიაღწევს,

შიგ შეიჭრება და უსულოდ დასცემს მეომარს.

საბრალო ქვრივი დარდით ღაწვებს იხოკავს მაშინ,

ობლდება ბავშვი, მიწა სისხლით ირწყვება. ირგვლივ

189

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!