30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მყისვე მიმართა

185 ღმერთების მაცნეს, ქალღმერთ ირისს ოქროსფრთებიანს:

”გასწი, ირისო, გადაეცი ბრძანება ჰექტორს:

ჯერ შორით ნახოს, ხალხთა მწყემსი აგამენონი

ვით დარევია და მუსრს ავლებს აბჯროსანთ რიგებს!

თვით გაერიდოს ატრიდს, მაგრამ სხვები აღაგზნოს,

190 რომ გაუმართონ ხელჩართული ბრძოლა აქაველთ.

მაგრამ როს ისრით ან ოროლით მოერევიან,

ეტლზე ამხედრდეს, მივცემ ღონეს, ძალგულოვნებას,

მტერს მუსრს გაავლებს და როს სწრაფმსრბოლ გემს მიადგება,

მზეც დაეშვება და წყვდიადი დადგება ღამის”.

195 ასე უთხრა და ნებას დაჰყვა ფეხმარდი ირის,

იდას თხემიდან ილიონის მხარეს გასწია.

ნახა ჰექტორი ღვთაებრივი, პრიამოსის ძე

მხედართა დასში მბზინავ ეტლზე აღმართულიყო.

წინ აელანდა და აუწყა მარდმა ირისმა:

200 ”ჰექტორ, პრიამეს ძევ, გონებით ზევსის სადარო!

მამამ მიბრძანა და გაუწყებ მეუფის ნებას:

ჯერ შორით ნახე, ხალხთა მწყემის აგამენონი

ვით დარევია და მუსრს ავლებს აბჯროსანთ რიგებს!

თვით განერიდე, მაგრამ სხვები აღაფრთოვანე,

205 რომ გაუმართონ ხელჩართული ბრძოლა აქაველთ.

მაგრამ რომ ისრით და ოროლით მოგერევიან,

ეტლზე ამხედრდი, ზევსი მოგცემს ძალგულოვნებას.

მტრებს მუსრს გაავლებ და როს სწრაფმსრბოლ გემს მიადგები,

მზეც დაეშვება და წყვდიადი დადგება ღამის”.

210 ასე აუწყა და გაფრინდა ირის ფეხმარდი.

აბჯარასხმული მყის გადმოხტა ეტლიდან ჰექტორ,

შუბი შემართა წამახული, სპა მოიარა,

გული აუნთო მხედართ, ბრძოლა გაჩაღდა ისევ,

კვლავ აქაველთა დასახვედრად დადგა ლაშქარი.

215 არგიველთ მყისვე გაამაგრეს ფალანთა წყობა.

თავდაპირველად გამოიჭრა აგამენონი,

გულანთებული წინ უსწრებდა მეწინავეებს.

გვამცნეთ, მუზებო, ოლიმპო რომ გეგულვით სახლად,

ვინ შეეგება აგამენონს შესარკინებლად,

220 ტროელთა, გინა მოკავშირე მებრძოლთა შორის

- ანტენორის ძე იფიდამანტ, მძელე ბუმბერაზი -

მთაგორიანის, ცხვართა მშობელ თრაკიის მკვიდრი.

იქ აკვნიდანვე აღუზრდია ყმაწვილი კისევსს -

მართლმორჭმულ პაპას, თეთრფეხება თეანოს მშობელს.

225 მაგრამ ყმაწვილი ჭაბუკობას რომ მოიყარა,

პაპამ თავისთან დაიტოვა და ქალიც შერთო.

185

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!