30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ვაი-თუ მტრებმა მომტაცონო მოკლულის გვამი.

გვერდით დაუდგა, როგორ ლომი ძალაზვიადი,

300 შუბი შემართა, მრგვალი ფარი იმარჯვა გმირმა,

მტერს ახლოს მოსულს უქადოდა სულის ამოხდას

საზარ ყიჟინით.

მაგრამ ამ დროს ტიდევსის ვაჟმა

ლოდს უზარმაზარს ხელი სტაცა, ორი კაცის რომ

დღს ძვრას ვერ უზამს. მან კი მარტომ შემოიქნია

305 და გმირს ბარძაყზე შეახეთქა, ზედ მენჯის ძვალთან,

რომელსაც ჰქვია მეჯის ფოსო. სულ დაამსხვრია

ქვამ ძვალი იგი და გადაჭრა ბარძაყის ძარღვიც,

გადაატყავა, განგმირული მუხლზე დაეცა,

ძლიერი ხელი წინ უძღოდა დაუშვა გმირმა,

310 მიწას დაემხო.

თვალთ წყვდიადი გადაეფარა.

არ ასცდებოდა აღსასრული მეფე ენეასს,

რომ აფროდიტეს, ზევსის ასულს, არ შეენიშნა.

დედამ, ვინც შობა ანქისესგან, ლამაზ მწყემსისგან,

საყვარელ პირმშოს მოაფარა თეთრი ხელები,

315 წინ გაუშალა მოსასხამი შუქმოელვარე,

მტრისგან დაიხსნა, რომელიმე დანაელ მხედარს

რვალით რომ გული არ გაეპო ენეასათვის.

ასე გაიხმო კვიპროსელმა ბრძოლიდან შვილი.

ამ დროს ახსოვდა დარიგება კაპანევსის ძეს,

320 ხმამოგუგუნე დიომედემ რომ მისცა ძმობილს.

ფლოქვებთქარუნა ცხენნი ბრძოლის ველს მოაშორა,

სადავეები მყის მოჭიმა ეტლის კავებზე.

ცხენნი გადენა ენეასის, იქ, სად რაზმები

იდგნენ საბარკულმშვენიერ აქაველების.

325 მყის დეიპოლოსს, უსაყვარლესს ტოლფერთა შორის,

სულით და გრძნობით უახლოესს მან დაავალა

ხომალდებისკენ გაელალა, თვით კი უშიშრად

ეტლზე ამხედრდა, ხელი ჰკიდა ელვარე აღვირს

და ტიდიდს მიჰყვა მოთქარუნე მარდი ცხენებით.

330 ის კი კვიპროსელს კვლავ მისდევდა საზარი შუბით,

რაკი უწყოდა, რომ ქალღმერთი არ ეკუთვნოდა

ომის აღმძღვრელი ქალღმერთების ძალშეუვალ დასს,

როგორც ათენა ან ენიო კოშკთა მნგრეველი.

მისწვდა თუ არა, ბრბოთა შორის გზის გამკვალავი,

335 შუბი შემართა ტიდევსის ძემ დიდსულოვანმა,

ძალუმად სტყორცნა და მტევანთან ქათქათა ხელი

გაკენწლა.

მყისვე გააღწია შუბის ბუნიკმა

ქარიტთა ნაქსოვ ამბროსიულ სამოსს ქალღმერთის

და ხელის ნებთან ამოჩქეფა უკვდავმა სისხლმა,

98

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!