30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დავასახელებ და იმათგან არც ველი უარს:

წარგზავნილთ გაჰყვეს მეთაურად მხნე ფოინიქსი,

წავიდეს გმირი აიანტიც და ოდისევსი,

170 შიკრიკად ახლდეს ოდიოსი და ევრიბატე.

ხელზე გვასხურეთ წყალი, ვიყოთ მსასოოვარნი,

ჩუმად ვილოცოთ, შეგვიწყალოს ეგების ზევსმა!”

ასე ბრძანა მან ყველასათვის საამო სიტყვა.

ხელზე ასხურეს გმირებს წყალი მაცნეთ უმალვე,

175 თასნი პირთამდე შავი ღვინით მოყმეთ აავსეს,

მიართვეს ყველას, დაჰყვნენ რიგებს მარჯვენა მხრიდან.

წმინდა ზედაშე ასხურეს და მიირთვეს ღვინო

და გაიკრიფნენ მსწრაფლ ატრიდის კარვიდან ელჩნი.

მიჰყვა ნესტორი, რჩევა მისცა და ყოველ მათგანს

180 წამუყო კიდეც, უფრო მეტად - მეფე ოდისევსს,

იღონეთ რამე, ვინძლო ნებას დაგყვეთო გმირი.

უხმოდ გაუდგნენ ხმამრავალი ზღვის სანაპიროს,

ბევრი ილოცეს ქვეყნის მომცველ ღმერთის წინაშე,

პელიდის გულის მოსალბობად რომ შეწეოდა.

185 როს მირმიდონელთ ხომალდებს და კარვებს მიადგნენ,

ნახეს აქილევს, გულს იტკბობდა მჟღერი ფორმინგით;

ნატიფად მორთულ საკრავს ვერცხლის ჯორა შვენოდა.

იგი გმირს ერგო, ეტიონის ციხის დამლეწავს.

სულს იამებდა, უმღეროდა გმირთ დიდებას.

190 მხოლოდ პატროკლე იყო იქვე, ელოდა ჩუმად

ეაკიდს, სანამ მორჩებოდა მისი გალობა.

ამ დროს მივიდნენ. ოდისევსი წინ მიუძღოდა.

გმირის წინ დადგნენ. წამოიჭრა განცვიფრებული

და ფორმინგითურთ გაემართა მათკენ აქილევს.

195 პატროკლეც ადგა, სტუმრებს თვალი როგორც კი მოჰკრა.

მოსულთა მიმართ აქილევსმა კეთილი სალმით:

”მეგობრებს გტხედავთ ჭეშმარითად! გიჭირთ, ეტყობა!. . .

აქაველთ შორის მაინც ყველას თქვენ მირჩევნიხართ!”

ასე უთხრა და ღვთაებრივმა გმირმა სტუმრები

200 სავარძლებზე და ძოწეულის ფარდაგზე დასვა,

შემდეგ პატროკლეს, მის გვერდით მდგომს, მიმართა ასე:

”დიდი ფიალა, მეგობარო, აქვე მოგვართვი

და ყოველ ჩვენგანს წინ დაუდგი თასი ღვინისა,

ჩემს ჭერქვეშ თავმი მოუყრიათ სასრუველ სტუმრებს!”

205 პატროკლემ სიტყვა შეუსრულა მოძმეს საყვარელს,

თვით კი ხის დაფა დადო იქვე კოცონის შუქზე,

ზედ ხერხემლები დაალაგა თხისა და ცხვრისა,

154

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!