30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მენელაოსის სამკერდულზე ასე აიჭრა

და ასხლეტილი შორს დაეცა ველზე ისარი.

ატრევსის ძემ კი, ომნაცადმა მენელაოსმა

მშვილდიან ხელში მშვიდოსანი ისე დაკოდა,

595 რომ შუბისწვერით მიაჭედა ზედვე მტევანი.

სიკვდილს გაექცა, მეგობართა დასს მიაშურა,

ხელს მიჭდობილი იფნის ტოტი მოსთრევდა მიწას.

იგი სულდიდმა აგენორმა მყის მოაცილა,

ხელი შუკრა რბილ სახვევით მოხერხებულად,

600 მებჯრეს მუდამ თან დაჰქონდა თემისთავისთვის.

პეისანდროსი შეხვდა ამ დროს გმირ მენელაოსს,

უახლოვდება ტროელს ბედი სიკვდილის სამანს.

შენ, მენელაოს, შენ დააცხრე ყრმის მგზნებარება!

ერთურთს მიეჭრნენ და იმავ წამს სტყორცნა ატრიდმა,

605 მაგრამ ამაოდ, გაუქროლა ოროლმა გვერდით.

პეისანდროსმა მენელაოსს, დიდებით მოსილს,

ფარი გაუპო, მაგრამ ვერ კი გასცილდა შუბი,

შინ გაიჭედა, შუბისტარი ძირში გადატყდა.

გული მოეცა ყრმას, ეგონა ვძლიეო მტერი.

610 ატრიდმა დასცა ხმალი ვერცხლის სამსჭვალიანი,

მაგრამ ბაკმულმა ფარმა იხსნა პეისანდროსი,

სპილენძის ცული მოიმარჯვა მან მოლაპლაპე

და შეუტია, შეერკინნენ ერთურთს მებრძოლნი.

დასცხო ჩაჩქანზე, სადაც ჯიღა აფოფრილიყო,

615 ზედ ზუჩის თხემთან. მან კი შუბლში ჰკრა პეისანდროსს,

წარბთან.

გაისმა ძვლის ღრჭიალი. თვალნი მიწაზე

გამოუცვივდა და მაშინვე დაეცა მოყმეც.

ფეხით ზედ შედგა მენელაოს, აბჯარს აგლეჯდა

და გაჰყიოდა ამაყი და გამარჯვებული:

620 ”ასე დატოვებთ ცხენთმარბიელ დანაელთ გემებს

დამღუპველ ომით გაუმაძღარ ტროელთა სპანი!

მეტ თავლაფდასხმას ვერც იფიქრებთ, რაც თქვანგან მერგო,

თქვენ ძაღლთაპირნო!

ზევსის რისხვაც არ გაშინებდათ -

იგი ხომ სტუმარ-მასპინძლობის არის მფარველი

625 და ნაცარ-ტუტად აქცევს მალე თქვენს მაღალ ციხეს!

ცოლიც წამგვარეთ ახალგაზრდა, განძიც გაზიდეთ,

ურცხვად წახვედით მეგობრულად ნამასპინძლევნი!

ახლა სურვილი გწვავთ, ზღვადმავლა აქაველთ გემებს

რომ ცეცხლი მოსდოთ! მაგრამ ბოლოს მაინც დაწყდებით,

630 რაგინდაც ხარბად ემსახუროთ არესის საქმეს!

მამაო ზევსო! შენზე უთქვამთ, სიბრძნით სჭარბობსო

კაცთაც და ღმერთთაც, ყოველივე მოდისო მისგან.

226

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!