30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

190 აქაველებთან თუმც სიმრავლით რას მოვიდოდნენ!”

როცა იხილა ოდისევსი, ჰკითხა მოხუცმა:

”მითხარი, შვილო საყვარელო, ეს ვინღა არის

ერთი თავით რომ დაბალია აგამენონზე,

მაგრამ, მგონია, არის უფრო მხარბეჭიანი.

195 გმირს საჭურველი ნაყოფიერ მიწაზე უდევს,

ვერძივით დადის მეომართა ფალანგებს შორის.

მე ვერძს მაგონებს, ამაყად რომ ვერცხლისფერ მატყლით

დახუჭუჭებულ ცხვრების ფარას მიუძღვის ხოლმე”.

უთხრა ელენემ მშვენიერმა, ზევსის შობილმა:

200 ”ეს ლაერტიდი, ჭკუაუხვი ოდისევსია,

ითაკის ხალხის და კლდოვანი მიწის აღზრდილი,

მრავალთ მრავალი ხრიკითა და სიბრძნით აღსავსე”.

მყის ანტენორმა ჩამოართვა სიტყვა ელენეს:

”ჭეშმარიტია შენი სიტყვა, სვიანო ქალო!

205 ოდესღაც ჩვენთან მოციქულად იყო ოდისევს,

შენს გამო. ახლდა მენელაოსს არესის რჩეულს.

მე მივიწვიე, მეგობრულად გავუმასპინძლდი.

გავიგე სიბრძნეც, ხასიათიც ორივე გმირის.

ტროელთა დასში თუკი ერთად გამოჩნდებოდნენ,

210 ფართო მხარბეჭით მოძმეს სჯობდა მენელაოსი,

თუ დასხდებოდნენ, ახოვანი ჩანდა ოდისევს.

როცა კრებაზე გმირებს ჰქონდათ რამე სათქმელი,

მენელაოსი სიყტვას მალე იტყოდა ხოლმე.

ბევრს არ ამბობდა, როდი იყო ენაწყლიანი

215 და მჭერმეტყველი. შედარებით მასზე უმცროსი

ჭკუაულევი ოდისევსიც წამოდგებოდა,

დინჯად ძირს მიწას დასცქეროდა თვალებდახრილი,

კვერთხს არ არხევდა, მარჯვენაში ეჭირა მტკიცედ,

ჩვეულებრივი მეომარი გეგონებოდა.

220 ჰგავდა ან უგნურს, ან რამეზე განაწყენებულს,

მაგრამ როგორც კი მძლავ ხორხიდან ბგერას დაძრავდა,

თოვლის ბუქივით ბაგეთაგან ბორგავდა სიტყვა!

ვინ გაბედავდა ვაჟკაცისთვის სიტყვა მოეჭრა

კარგად ვიცნობდით ტროელები მაშინ ოდისევსს”.

225 შემდეგ აიანტს რომ შეხედა, ჰკითხა მოხუცმა:

”ეს აქაველი ვინღა არის ესოდენ მძლავრი,

სხვებზე მაღალიც და ყველაზე მხარბეჭიანი”

მეფეს მიუგო ღვთაებრივმა ქალმა ელენემ:

”ტელეამონის ძე აიანტი - აქაველთ ბურჯი!

71

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!