30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

350 მწვანე ტირიფი, ჟოლო, წნორი, ძეწნა და ძურწა,

ცვრიანი ლოტოს, ნემსიყუნწა, ლერწმის ლერწები

ილეწებოდნენ ლაწა-ლუწით, ცეცხლმოდებულნი.

თევზნი გულაღმა დაეხეთქნენ, ზოგმა კი მორევს,

ზოგმა კამკამა ნაკადების სიღრმეს მიმართა.

355 კვლავ მძვინვარებდა ცეცხლოვანი ბრძენი ჰეფესტო.

თვითონ მდინარე აბრიალდა და შეღაღადა:

”ვერა, ჰეფესტო, შენ ვერც ერთი ღმერთი ვერ გიძლებს!

მე შენ არასდროს შეგებმები, ცეცხლისმფრქვეველო!

მაკმარე! დაე, აქილევსმა დალეწოს ციხე,

360 მე თავს ვანებებ მათს შუღლს, ტროელთ შეწევნა არ მსურს!”

ასე ამბობდა და იწვოდა. . . დუღდა წყლის ჭავლი.

ცეცხლზე შედგმული კარდალა რომ ათუხთუხდება,

ადნობს მბზინავ ქონს ბურვაკისა, გააქვს რაკრაკი,

დუღს და გადმოდუღს, ხურს და ღელავს მგზნებარე ალზე.

365 ასე ხანძარმა აადუღა ტალღა ქაფქაფა.

დადგა მდინარე, ვერ დაიძრა, მცხუნვარე ძალამ

დათრგუნა ღმერთის - ჰეფესტოსი. მყის მოზეიმე

ჰერას მიმართა მახვეწარი, ფრთიანი სიტყვით:

”ჰერა! შენი ძე რად დაესხა მრისხანედ ნაკადს,

370 რას მემართლება

მე არც ისე ვარ დამნაშავე,

ვით რომელიმე სხვა ღვთაება, ტროელთ მფარველი!

თუ შენ მიბრძანებ, მე მაშინვე დავშოშმინდები,

ოღონდ დამეხსნას! შემოგფიცავ უკვდავთა ფიცით:

სასტიკ ხვედრისგან არასოდეს დავიცავ ტროელთ,

375 მაშინაც, როცა შმაგი ალით აგიზგიზდება

აქაველთ ძეთა მუგუზლებით გზნებული ტროა!”

ეს რომ შეესმა თეთრხელება დედოფალ ჰერას,

მყისვე ჰეფესტოს, საყვარელ ძეს, შეეხმიანა:

”კმარა, ჰეფესტო! დაცხრი, ჩემო განთქმულო შვილო,

380 ასე უწყალოდ უკვდავს ნუ სჯი მოკვდავთა გამო”.

ასე უბრძანა და ჰეფესტომ დაშრიტა ცეცხლი.

უკან მდინარეს მიაშურა ლივლივით წყალმა.

დაცხრა ქსანთოსის მძვინვარება, დაწყნარდა ორივ,

მრისხანე ჰერამ დაამშვიდა შმაგი ღმერთები.

385 მაგრამ იფეთქა შუღლმა ამ დროს სხვა ღმერთთა შორის,

განხეთქილებამ ააღელვა სული უკვდავთა.

ატყდა განგაში. დედამიწამ ამოიგმინა,

თითქოს ბარბითმაც შეარხია მაღალი ზეცა.

ზევსსაც შეესმა ოლიმპოზე, გული ზეიმით

390 შეეძრა, როცა თვალი მოჰკრა ღმერთების ამბოხს,

დიდხანს არ მდგარან უქმად, ერთურთს შეტაკებულნი:

346

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!