30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

უხსოვარ დროს და უუძველეს ვაჟკაცთა შორის.

ამბობენ, ძალა შესაშური ჰქონდა ჰერაკლეს

იმ დროს, მამაჩემს, კადნიერს და ლომგულ მეომარს.

640 აქ მოსულს სურდა წაეგვარა ლაომედონტის

რაშნი, სპა ახლდა ექვსი გემით, რაზმი მცირედი.

ტროა დალეწა, შარა-შუკა ქმნა უკაცური!

შენ კი, ჯაბანო, სიკვდილისკენ მიუძღვი ლაშქარს.

ვგონებ, ტროელთა ტომის მცველად ვერ გამოდგები,

645 ამაოდ მოხვედ ლიკიიდან. ასჯერ ძლიერიც

რომ იყო, ჩემგან ჰადესის ბჭეს ეწვევი მკვდარი!”

ლიკიის მეფემ სარპედონმა უმალ მიუგო:

”ტლეპოლემოსო! ვინც დალეწა ბჭე ილიონის,

ლაომედონტის უგუნურების გამო დალეწა:

650 კეთილისმყოფელს მეფემ სიტყვა უთხრა უშვერი,

რაშნი არ მისცა, შორი გზიდან ამ მიზნით მოსულს.

შენ კი წინასწარ ამას გეტყვი: შავ ბედს, სისხლისღვრას

ვეღარ ასცდები, აეგები ჩემს შუბს, მარგუნებ

ძლევა-დიდებას, სულს კი - ჰადესს, კვიცებით განთქმულს!”

655 ასე თქვა გმირმა.

მოიღერა იფნის ოროლი,

ტლეპოლემოსმაც სტყორცნა შუბი, ბასრი სპილენძი

მოსწყდა მათს ხელებს. სარპედონმა დასცა ლახვარი

მტერს ყელში, გარეთ გაატანა მყის შუბისწვერმა.

გადაეფარა გმირის თვალებს ღამის წყვდიადი.

660 ტლეპოლემოსის შუბი ფერდში მოხვდა სარპედონს,

ხორცი გაკვეთა, გაატანა, ძვალს მოხვდა წვერი,

მაგრამ სიკვდილი ააცილა შვილს მამა ზევსმა.

მყის სარპედონის მეგობრებმა მოიწადინეს

სამშვიდობოზე გაეყვანათ გმირი მოწყლული.

665 არვის მოსვლია ამ დროს ფიქრად, აეძრო შუბი,

სწრაფად გასცლოდნენ ოღონდ ბრძოლას. ამ დღეში იყვნენ,

როცა ცდილობდნენ აქაველნიც რვალმშვენიერნი,

ტლეპოლემოსიც გაეყვანათ სამშვიდობოზე

ბრძოლის ველიდან.

თვალი მოჰკრა მას ოდისევსმა

670 სულდიდმა, გულმა მოყვარულმა მყის რეჩხი უყო,

და ორ აზრს შუა მერყეობდა სულით და გონით:

რა ექნა, ზევსის ძეს დასხმოდა, თუ სხვა ლიკიელთ

და მრავალთათვის ამოერთვა სპილენძით სული

მაგრამ არა მას, გმირ ოდისევსს, ეწერა ბედად

675 მეხთამცემელის, ზევსის შვილის ბრძოლაში მოკვლა.

ლიკიელთ მიმართ მიუქცია გული ათენამ.

კოირანოსი, ალასტორი, ქრომიოს დასცა,

106

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!