30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დაგვიდგეს, ოღონდ მივასვენოთ პელიდთან გვამი!

105 ეს ჭირი უჯობს ჭირთა თმენას მასზე უარესს”.

როცა ეს ფიქრი გონებაში უტრიალებდა,

მოადგა მტერი, მოუძღოდა ტროელთ ჰექტორი.

გმირმა დატოვა მყის პატროკლე,

უკუქცეული

მალ-მალ, ვით ლომი ფაფრიანი, მტერს მოხედავდა.

110 ერეკებიან ფარეხიდან ლომს გლეხკაცები

შუბით მისდევენ, ძაღლი ღრინავს და შეკუმშვია

მხეცს შიშით გული, უხალისოდ ტოვებს საშოვარს.

ასე მოშორდა ცხედარს გმირი მენელაოსიც.

მიუახლოვდა ხალხის კრებულს და იქ ეძებდა

115 მამაც აიანტს, ტელამონის ძეს კეთილშობილს.

მალე იხილა გმირი ლაშქრის მარცხენა მხარეს,

სადაც მხედრობას აქეზებდა მძაფრი ბრძოლისთვის,

თუმცა თავზარი დასცა მაღლით აპოლონ ღმერთმა.

მიუახლოვდა გმირ აიანტს და მოუწოდა:

120 ”აქეთ, აიანტ! ბრძოლა გვმართებს პატროკლესათვის,

ვინძლო აქილევსს დავუბრუნოთ თუნდაც შიშველი

მისი ცხედარი, საჭურველი მძლე ჰექტორს შერჩა!”

ასე მიმართ, შეძრა სული აიანტისა.

გაიჭრა გმირი, თანვე გაჰყვა მენელაოსი.

125 ხოლო ჰექტორი, როს განძარცვა პატროკლეს გვამი,

გმირს მიათრევდა, სურდა თავი მოეჭრა მისთვის

და დასაფლეთად მიეჩინა ტროის ძაღლთათვის.

მკერდზე კოშკივით შემართული ფარით აიანტ

გამოეცხადა. დაიხია ჰექტორმა უკან

130 და ეტლს შეახტა. საჭურველი მეაბჯრეთ მისცა,

რომ სადიდებლად შეენახათ მისთვის ბექთარი.

ვეება ფარით აიანტმა გვამი დაფარა,

იდგა მრისხანე, როგორც ლომი, ბოკვერთა მცველი.

ლომს მიჰყვებიან ბოკვერები პირქუშ მუხნარში

135 და მონადირე რომ შეხვდება, თვალს დააკვესებს

მძლავრი ნადირი, რისხვით შუბლი შეეჭმუხნება.

ასე უვლიდა გარს აიანტს პატროკლეს ცხედარს,

მეორე მხარს მენელაოს ბრძოლისმოყვარე

იდგა გუშაგად, სასტიკ დარდით გულდასერილი.

140 ლიკიელთ მეფემ, მძლე გლავკოსმა ჰიპოლოქიდმა

გაკენჭლა მწარე საყვედურით გმირი ჰექტორი:

”ჰექტორ, იერით გმირის მსგავსო, შენ გმირობისა

არა გცხვენია რა! ამაოდ გაქვს ხალხში სახელი!

რამე იღონე, რომ დაიცვა ციხე-ქალაქი

145 ილიონს შობილ ვაჟკაცებთან და ჯართან ერთად.

285

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!