30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მისი ძე, იქვე ჰყავს მეაბჯრე იდომენევსის,

მხნე მერიონე. მათ მივანდეთ ბანაკის დაცვა”.

60 ომახიანმა ჰკითხა ბელადს მენელაოსმა:

”მე რას მიბრძანებ, აგამენონ, რას დამავალებ

დავრჩე იმათთან და შენს მოსვლას ველოდო განა,

თუ კვლავ ვიჩქარო, როცა რჩევას მივცემ მეომრებს”

კვლავ მენელაოსს უთხრა მეფე აგამენონმა:

65 ”იქ დარჩი, ვინძლო ერთმანეთი სულ არ აგვებნეს

ამ ხეტიალში - ბევრი გზაა ფართო ბანაკში.

სადაც კი მიხვალ, რჩევა მიეც, რომ ფრთხილად იყონ,

მამის სახელით, გვარ-ტომობით მიმართე მებრძოლთ,

რიდით მოეპყარ, არავისთან არ იყოყოჩო.

70 ჩვენც სხვებთან ერთად გავისარჯოთ, ეს გვერგო ბედად!

ზევსმა მის შობილთ დაგვატეხა თავს გასაჭირი!”

ასე თქვა, ჭკუა დაარიგა და ძმა გაუშვა.

თვითონ წავიდა სწრაფად მოხუც ნესტორისაკენ.

შავ გემთან ნახა, თავისსავე კარვის პირდაპირ,

75 რბილ ქვეშაგებზე იწვა, ჰქონდა თან საჭურველი -

ფარი ბაკმული, ორი შუბი, ელვარე ზუჩი,

ჭრელი სარტყელიც იქვე ეგდო, ჯერ კიდევ გმირი

წელზე ირტყამდა ხოლმე, ლაშქარს რომ მოუძღოდა,

არ ნებდებოდა, არ უხრიდან ჯერ ქედს სიბერეს.

80 იდაყვს დაეყრდნო, სარეცლიდან წამოიწია

და ატრევსის ძეს შეეკითხა გმირი ხმამაღლა:

”ვინა ხარ რას დაძრწი გემთა შორის ღამის წყვდიადში,

მებრძოლთ ბანაკში მარტოდმარტო, როს სძინავს ყველას

მეგობარს ეძებ, თუ გაქცეულ ჯორს გაეკიდე

85 რას გსურს ხმა გამეც, ჩუმად ნუკი მოიპარები!”

მყისვე მიუგო მამაც მეფეს აგამენონმა:

”ნელეიადო ნესტორ, ბურჯო დანაელების!

შენ ხედავ ატრიდ აგამენონს, რომელსაც ზევსმა

არგუნა ჯაფა უსასრულო, სანამდის მკერდში

90 შთენია სუნთქვა და ლასლასი ფეხს შეეძლება.

ჰო, ასე დავძრწი, ჩემთა თვალთა არ ატკბობს ძილი,

თავში სულ ფიქრი მიტრიალებს აქაველთ ბედზე,

შიში გულს მიკლავს, აღარ შემწევს ძალა, სიმტკიცე

რომ შემრჩეს სულის, გული უკვე აღარ მიდგება

95 აწ საგულეში, მიცახცახებს, მითრთის მუხლები!

თუ რამეს ფიქრობ, - ვხედავ, ძილი არ გეკარება, -

ადექ, მივიდეთ გუშაგებთან, ვინ იცის, შრომით

ყველას დააწყდა სახსრები და ძილს მისცემია,

დავიწყებია საგუშაგო საფათერაკო.

100 მტერი ახლოა გულზვიადი და ჩვენ არ ვიცით,

168

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!