30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

335 თავს წავკვეთ ჰექტორს, შენი მოკვლით გაამაყებულს!

შენი კოცონის ახლოს თორმეტ ტყვესაც დავაკლავ -

მშვენიერ ტროელთ დაცავლეწავ შურისმგებელი.

შენ კი მანამდის განისვენე ჩემს ხომალდებთან!

ტროელთ ქვეყნის მშვენიერ და მკერდსავსე ქალებს

340 დაე, გოდებით დღე და ღამე სდიოდეთ ცრემლი,

მათ, ვინც მე და შენ მოვიპოვეთ ძალმოსილ შუბით,

ბრძოლისმოყვარე ხალხთა მხარე როს დავაქციეთ”.

ასე ამბობდა და მეგობრებს უბრძანა გმირმა

რვალის სამფეხის ცეცხლზე შედგმა. რომ მოებანათ

345 მიმხმარი სისხლი და ტალახი პატროკლესათვის.

კაცებმა დადგეს მოელვარე ალზე სამფეხა,

გაავსეს წყლით და შეუკეთეს შეშე კერიას,

სამფეხას ცეცხლი შემოენთო, სითხე გაცხელდა

და როს თუხთუხით ახმაურდა სპილენძში წყალი,

350 გვამი განბანეს და განპოხეს შემდეგ საცხებლით,

წყლული ცხრაწლიან ძვირფას ცხიმით ამოულესეს

და სარეცელზე დაასვენეს, ტანზე ეფარა

თეთრი და თხელი ტილო ცხედარს თხემით ტერფამდე.

და მთელი ღამე დასტიროდნენ მირმიდონელნი,

355 პელიდის ირგვლივ მდგომნი, მამაც პატროკლეს ცხედარს.

ზევსმა მიმართა ჰერას - თავის დას და მეუღლეს:

”ჰქმენ, რაც შეგეძლო, დედოფალო ხარისთვალებავ!

ბრძოლად აღძარი აქილევსი, დედა ხარ მართლაც

თმახუჭუჭ ხალხთა, აყვავებულ ელადის მხარის”.

360 ჰრქვა და მიუგო დედოფალმა ხარისთვალებამ:

”პურქუშო ზევსო კრონიონო, აბა, რას ამბობ

კაცს თუ ნება აქვს ბოროტება კაცს შეამთხვიოს,

მოკვდავმა -მოკვდავს და ჭკუითაც ღატაკმა - ღატაკს.

მე, უზენაეს დედოფლის რომ მერგო პატივი,

365 რითაც ვამაყობ და შენც მიხმობ დად და მეუღლედ,

შენ, მეუფეო, უკვდავებზე გამეფებულო,

ნუთუ საძულველ ტროელთ დევნის ნება არა მაქვს”

ასე მიუგეს ოლიმპოზე ერთურთს ღმერთებმა.

იმ დროს თეტისმაც მიაღწია ჰეფესტოს პალატს,

370 უკვდავთა ბინას, უჭკნობელს და ვარსკვლავებიანს,

ელვარე რვალით რომ ააგო ფეხკელოვანმა.

ოფლით გაღვარულს შეხვდა მქშინავ საბერვლების წინ,

ოცი სამფეხა ერთდროულად შეედგა ოსტატს,

რომ ლაღად ნაგებ სასახლეში დაედგა შემდეგ.

375 ფეხებთან ყველას მიუმაგრა ოქროს ბორბლები,

309

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!