30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

რა ნახეს, გმირის მრისხანებით ღვთაებრივ ჰექტორს

საქმე რომ სჭირდა სათაკილო, სათნო ღმერთები

ჰერმესს ურჩევდნენ, მოეპარა გმირის ცხედარი.

25 ყველას მიაჩნდა ეს სიკეთედ, გარდა ჰერასი,

პოსეიდონის, თვალმცეცხლია ქალღმერთ პალასის.

მათ ილიონი ძველებურად სძულდათ, თვით ხალხიც

და პრიამოსიც - ალექსანდრეს ცოდვათა გამო:

მან ქალღმერთები შეურაცხყო, ქოხში მისულნი

30 და ის არჩია, ვინც არგუნა ავხორცი ვნება.

დღის მაცნე ეოს მეთორმეტედ ამოდიოდა,

როცა უკვდავებს აპოლონმა მიმართა ასე:

”ჰოი, ღმერთებო, უმადურნო! განა ჰექტორი

თქვენ არ გიძღვნიდათ ზორვად ვერძთა, ხართა შიგნეულს

35 თქვენ კი არ გინდათ, თუნდაც გვამი იხსნათ გმირისა

და არ აღირსებთ ნახვას დედას, ძეს და მეუღლეს,

მამა პრიამოსს, მოქალაქეთ, რომელნიც ვაჟკაცს

ცეცხლზე დაწვავდნენ და უზღავდნენ ღირსეულ პატივს!

თქვენ მოწყალებით ხვდებით მხოლოდ მძარცველ აქილევსს,

40 ვინც გონებიდან სამართალი, ხოლო გულიდან

ამოიკვეთა სიბრალული, ბრდღვინავს ვით ლომი,

თავხედი ლომი, დღენიადაგ ძალით რომ უნდა

ნახირს დააცხრეს, საქონელი მიისაკუთროს.

ასე დაკარგა მან სირცხვილი და სათნოება,

45 კაცთათვის ეგზომ შესარიგიც და ეგზომ ურგები.

ზოგი მოკვდავი კარგავს უფრო გულით საყვარელს,

პირმშოს მოწიფულს, ანდა ძმას ერთწიაღისეულს,

გლოვობს დანაკარგს და ბოლოს დარდს დაიცხრობს მაინც:

ამტანი სული მოირება მისცეს კაცისშვილს.

50 მან კი წარსტაცა ჯერ სიცოცხლე ღვთაებრივ ჰექტორს,

ახლა კი ეტლზე აბამს, ძვირფას მოძმის საფლავთან

ტალახში ათრევს! უკადრისი საქმე ინება!

იგი ჩვენს რისხვას იმსახურებს, მიწას, მუნჯ მიწას

არცხვენს და ბილწავს კაცი იგი გულბორგნეული!”

55 მრისხანედ უთხრა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ.

”აღსრულდებოდა შენი სიტყვა, შორსმოისარი

რომ აქილევსს და ჰექტორს ერთი წილი რგებოდათ.

გმირ ჰექტორს, მოკვდავს, უწოვია ძუძუ ქალისა,

ხოლო აქილევს იმ ქალღმერთის ძეა, სათუთად

60 მე რომ ავღზარდე და სანუკვარ ცოლად ვარგუნე

პელევსს,

სვენტარ ღვთაებათა საყვარელ ვაჟკაცს.

ყველა იყავით იმ ქორწილში და შენც ილხენდი

ფორმინგით, ურცხვთა ქომაგო და მუდამ ვერაგო!”

387

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!