30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

130 შუბი ებჯინა შუბს, ფარი-ფარს გაუთავებლად,

ჩაჩქანი - ჩაჩქანს, და კაცი კაცს ედგა მხარდამხარ.

ზუჩის თავბოლო კაშკაშებდა, ზუჩი და ზუჩი

ხშირ ფალანგებში ირხეოდა ხოლმე მრისხანედ,

ვაჟკაცთა ხელში შემართული შუბი ტოკავდა.

135 ტროელთ მიეჭრნენ, შერკინება სწყუროდათ გმირებს.

მაგრამ დაასწრეს, ტროელებმა დასცხეს,

ჰექტორი

ეკვეთა, როგორც მძიმე ლოდი, კლდეს მოხეთქილი.

როს შემოდგომით მთის ნაკადი ანგრევს წახნაგებს,

თქეში გააპობს პიტალო კლდის საძირკველს მტკიცეს,

140 ლოდი მოფრინავს, ტკაცა-ტკუცი ხეებს გაუდის,

არსად არ უხვევს, ჯიქურ მოდის, სანამდის ველზე

დაენარცხება. იქ კი ბოლოს წყნარდება შმაგი.

მას ჰგავდა ჰექტორ, ისწრაფოდა ზედ ზღვამდე გაჭრას,

გემთა, კარავთა, აქაველთა გვამების გავლით,

145 მაგრამ, როს შეხვდა მტრის ფალანგებს შემჭიდროებულთ,

ზედ მივარდნილი შედგა.

მედგრად აქაველთ ძენი

ორმხრივ წამახულ ოროლებით და ხმლებით დახვდნენ.

უკუაქციეს. დაიხია ძლეულმა ძალით.

ყურისწამღები ხმით შესძახა ტროელთა რაზმებს:

150 ”ტროელებო და ლიკიელნო, დარდანელებო!

შესდექით, დიდხანს აქაველნი ვერ გამიძლებენ,

თუნდაც კოშკივით წინ აღმართონ მთელი ლაშქარი.

შუბით გარშემო მიმოვფანტავ, თუკი ნამდვილად

ღმერთი მყავს შემწედ, ყოვლისშემძლე, ჰერას მეუღლე!”

155 ასე შესძახა, აღაზევა სული მებრძოლთა.

დეიფობოსი მეოცნებე, პრიამოსის ძე,

სპას გამოეყო, მკერდს მიიკრა ბაკმული ფარი,

წინ მიიწევდა ტერფმსუბუქი, ფარს შეყუჟული.

მაგრამ უსწორა მერიონემ ელვარე შუბი

160 და ბაკმულ ფარში გაეჭედა შმაგი დიბლიგი,

ვერ გაატანა მოზვრის ტყავში, და შუბისტარი

ზედ გადაემსხვრა, სულშეძრულმა დეიფობოსმა

ოროლის შიშით მოიშორა ფარი ბაკმული,

ტყავგადაკრული. მერიონე მეგობართ კერებულს

165 კვლავ შეუერთდა გამწყრალი და ბედზე მჩივანი,

რომ შუბთან რთად გამარჯვებაც დაჰკარგა ნაღდი.

სწრაფად წავიდა აქაველთა ბანაკისაკენ,

რომ დიდი შუბი მოეტანა თვისი კარვიდან.

სხვები იბრძოდნენ, საშინელი გმინვა ისმოდა.

170 ტევკროსმა დასცა მძლე მებრძოლი თავდაპირველად -

იმბრიოს, ვაჟი მენტორისა, ცხენმრავალ კაცის.

215

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!