30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

როდი შერჩება! რაც ეკუთვნის, იმას მოიმკის!

შემოდი ჩვენთან და ჩამოჯექ, დამშვიდდი, მაზლო!

355 შენს სულსა სტანჯავს საზრუნავი აურაცხელი,

უღირს ქალისთვის, ალექსანდრეს შეცდომისათვის.

ღმერთმა გვარგუნა ავი ხვედრი: სიკვდილის მერეც

შემდგომ თაობებს შემოვრჩებით უღირს სიმღერად”.

მყისვე მიუგო ქალს ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:

360 ”ნუ მთხოვ ჩამოვჯდე, თუმცა სათნო ხარ,

არ დაგთანხმდები -

გული მიმიწევს - მივეშველო მამაც ტროელებს,

ბრძოლის ველზე რომ მიმელიან, მოიმედენი.

შენ კი პარისი წააქეზე, რომ აღიჭურვოს

და დამეწიოს ქალაქიდან ველზე გასვლამდე.

365 სახლში შევივლი და მცირე ხანს თუ დავყოვნდები:

ჯალაბსა ვნახავ, ძვირფას ცოლს და შვილს პაწაწინას

არ ვიცი, იქნებ ვერც დავბრუნდე ბრძოლის ველიდან.

იქნებ ღმერთებმა დამცენ იქვე დანაელთ ხელით”.

ასე უთხრა და განეშორა ზუჩმოელვარე.

370 სწრაფაც მიადგა თვის სასახლეს ლაღად აზიდულს.

შინ ვერა ჰპოვა ანდრომაქე ტურფაღაწვება,

შვილთან და ლამაზპეპლოსიან ძიძის თანხლებით

კოშკზე ასულა. მოთქვამდა და ცრემლებსა ღვრიდა.

ჰექტორმა შინ რა ვერა ნახა ცოლი უზადო,

375 ზღურბლთან შეჩერდა, მოახლეებს ეკითხებოდა:

”ნუ დამიმალავთ, დიაცებო, მამცნეთ სიმართლე:

სად არის ჩემი ანდრომაქე, იქნებ მულებთან

წავიდა, იქნებ რძლებს ეწვია მორთულ-მოკაზმულთ

იქნებ ათენას ტაძარშია, სადაც ტროელი

380 მანდილოსნები ლოცულობენ ქალღმერთის მიმართ”

მას გამჭრიახმა მეკუჩნავე ქალმა მიუგო:

”ჰექტორ, რაკი გსურს, მოგახსენებ მხოლოდ სიმართლეს.

არცა მულებთან, არც მოკაზმულ რძლებთან წავიდა,

არცა ათნას ტაძარშია, სადაც ტროელი

385 მანდილოსნები ლოცულობენ ქალღმერთის მიმართ.

არა, კოშკშია ილიონის, შეშფოთდა ძლიერ,

ოდეს გაიგო, აქაველნი მოგვეძალენო,

გაიქცა ციხის გალავნისკენ თავგამეტებით,

როგორც შეშლილი. მასთან არის ძიძა და ბავშვიც”.

390 ასე უთხრა და გამოვიდა ჰექტორი გარეთ,

ლაღად აზიდულ სასახლეებს კვლავ ჩაუარა,

ვრცელი ქალაქი განვლო თითქმის, სკაიას ბჭისკარს

მიუახლოვდა, სადაც იდო გზა ბრძოლის ველის.

იქ დახვდა თვისი ანდრომაქე, სწრაფად მოიჭრა,

121

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!