30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

კეთილი სტუმარ-მასპინძლობის ბოროტად ზღვევას”.

355 ასე თქვა მძლავრად სტყორცნა შუბი გრძელჩრდილიანი

პარისს მრგვალ ფარში ჩაეჭედა მძიმე ოროლი,

მყის გაარღვია თეთრი ფენა მძლავრმა სპილენძმა,

აბჯარი გაჭრა მოოჭვილი, შიგ გაატანა

და საზარდულთან დაუფხრიწა ნაზი ქიტონი.

360 შავ სიკვდილს უკან გადახტომით გაექცა მოყმე.

იშიშვლა მეფემ ხმალი ვერცხლის სამსჭვალიანი,

მუზრადს დასცა, მაგრამ რვალი ჩაჩქნის კიდეზე

სამ-ოთხ ნატეხად გადაემსხვრა და გაუვარდა.

ზეცას შეხედა და შეჰყვირა მენელაოსმა:

365 ”ზევსო! ღვთაება არ მეგულვის შენზე ბოროტი!

იმედი მქონდა დამესაჯა ალექსანდროსი

და ხელში ხმალი შემომემსხვრა, ამაოდ ვტყორცნე

თურმე ოროლიც: მე არ ძალმიძს მისი განგმირვა!”

მტერს თავს დაესხა, ხელი სტაცა ზუჩის ფაფარზე

370 და დაითრია აქაველთა მხედრობისაკენ.

ნაზ ყელთან მტკიცედ ჩაეჭიდა ღვედს მჭიდროდ დაწნულს,

ნიკაპის ქვემოთ რომ შეეკრა მძიმე ჩაჩქანი.

მიჰგვრიდა ლაშქარს, დიდ სახელსაც მოიპოვებდა.

რომ აფროდიტეს არ დაეხსნა თვისი რჩეული

375 და ხარის ტყავი დაჭიმული არ გაეწყვიტა,

მხოლოდ ჩაჩქანი მენელაოსს შერჩა ამაოდ.

ბრაზით ჰაერში გაიქნია, ლამაზაბჯრიან

აქაველთაკენ მოისროლა, მათ შეინახეს.

კვლავ მიეძალა რვალის შუბით, ბრძოლა სწყუროდა,

380 მაგრამ ქალღმერთმა აფროდიტემ სქელი ბურუსი

გარს შემოავლო, ყრმა რჩეული თვალს მოაშორა.

მალე დატოვა სურნელოვან სამითიობოში.

სწრაფად წავიდა ელენესთან, მაღალ ქონგურზე

ნახა ტროელი დიაცებით გარშემორტყმული

385 და ფრთხილად კეთილსურნელვან კაბას შეეხო.

ქალღმერთი მოხუც ქალს ემსგავსა, ხნიერ მოახლეს,

ლაკედემონის ქალაქში რომ კაბას უქსოვდა,

გულით და სულით რომ უყვარდა მეფის ასული.

ასე მიმართა აფროდიტემ მშვენიერ დიაცს:

390 ”შინ დაბრუნდიო, ალექსანდრე გიხმობსო, ქალო,

სამთიობოში გელოდება ყრმა სხივნათელი,

ვერც იტყვი, ქმარი რომ მამაც მტერს შეხვდა ახლახან,

იფიქრე, ფერხულს საცა არი შეუდგებაო,

ან ძილს ინებებს შუშპრობიდან ახალ მოსული”.

75

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!