30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

იმ დროს ლაპითნი, ბჭესთან მდგომნი გემთ დასაცავად

უხმობდნენ ლამაზ საბარკულთა მფლობელ აქაველთ.

მაგრამ ზედ ციხეს რომ მოაწყდა ტროელთა ძალა

და დანაელთა მეომრებმა შექმნეს განგაში,

145 ორივ კარიბჭის წინ გავარდა და მტერს შეება.

ველური ტახი გულუშიშრად ხვდება მუხნარში

მონადირეთა და დაგეიშილ ძაღლთა თავდასხმას,

ბუჩქნარს გაარღვევს ლაწა-ლუწით, ფესვებიანად

ამოთხრის ხეებს და ჭახანი ისმის ეშვების,

150 სანამ ოროლი მოუსწრაფებს ნადირს სიცოცხლეს.

ასე გაჰქონდა ლაპითბის მკერდზე რვალს ჟღერა

მტერთაგან ნაკრავს, ფიცხი იყო კვეთება მათი,

ირგვლივ მყოფ სპათა და საკუთარ ძალის იმედით.

ვეება ლოდებს მეომრები მაღალ კოშკიდან

155 მომხვედურს სტყორცნიდნენ და იცავდნენ გემებს და

ბანაკს.

როგორც ფარფატით დაეშვება თვალისმომჭრელი

თოვლი, ქარბუქი რომ მოხვეტავს, აღმძღვრელი ღრუბლის

და ფანტელებად ნაყოფმრავალ მიწას დააფენს,

ისე აქაველთ და ტროელთა ხელით ცვიოდა

160 ისრის ფანტელი. უზარმაზარ ქვების დარტყმისგან

ყრუდ გუგუნებდნენ ფარები და მუზარადები.

შეჰყვირა, ბოღმით ბარძაყზედაც დაირტყა ხელი

ბრგე ასიოსმა ჰირტაკიდმა ცოფმორეულმა:

”მამაო ზევსო, შენც გამხდარხარ ცრუთა მოყვარე!

165 ვერც ვიფიქრებდი, რომ შეძლებდნენ აქაველები

ჩვენს სიმამაცეს, მკლავთა ძალას წინ აღდგომოდნენ!

მაგრამ არც ფუტკრებს, არც აბეზარ და ჭრელ კრაზანებს

ბუდეს კლდე-ღეზე, მტვრიან გზებზე რომ მოიწყობენ,

არ სურთ არაგზით, მიატოვონ მღვიმე საამო

170 და მიმტაცებელ გლეხებს, ბავშვებს კბენენ სასტიკად,

ასე, თუმც ორად ორი დარჩა, ბჭეს არ სტოვებენ,

სანამ არ ძლევენ ყველას ან თვით არ იძლევიან!”

ასე ღაღად ყო, მაგრამ როდი უსმინა ზევსმა,

ჰექტორის სახელ-დიდებაზე ზრუნავდა იგი.

175 სხვა რაზმი ამ დროს მტერს ებრძოდა მეორე კოშკთან.

არ ძალმიძს გითხრათ ყველაფერი მე, როგორც ღმერთმა

ვრცელი გალავნის გაყოლებით გაჩაღდა ბრძოლა,

სულმილეულნი არგიველთა სპანი ლოდებით

იცავდნენ გემებს. მოიღუშნენ დარდით ღმერთებიც -

180 ტროის ბრძოლაში დანაეთლა ლაშქრის ქომაგნი.

ერთურთს შეუდგნენ ლაპითები საშინელ ომში

პერითოოს-გმირს ვაჟმა პოლიპოიტემ

204

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!