30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ვიცოცხლო, ხალხში გავერიო, გმირი ჰექტორი

ჩემივე შუბით სანამ სულს არ აღმოუტევებს,

სანამ არ მიზღავს უსაყვარლეს პატროკლესათვის!”

ისევ მიმართ მას თეტისმა ცრემლისმფრქვეველმა:

95 ”მალე მოკვდები, რასაც ამბობ, თუ მიჰყევ, შვილო,

მალე ჰექტორის შემდეგ გელის შენც აღსასრული!”

ოხვრით მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:

”ო, ახლავ მოვკვდე, თუ არ ძალმიძს დავიხსნა მოძმე

მკვლელის ხელთაგან!

სამშობლოდან მოშორებული

100 დაეცა იგი, მომიხმობდა, ალბათ, საშველად!

ან რაღად ვაქნევს აწ სიცოცხლეს მამულს ვერ ვნახავ,

ვერც მენტიდი ვიხსენი და ვერც სხვა კეთილშობილ

მეგობრებს ვექმენ შემწედ, მოკლულთ ჰექტორის მიერ:

უქმად ვზი გემთან, უმაქნისი ტვირთი ვარ მიწის,

105 მე, ვისაც რვალისქიტონიან აქაველთ შორის

არ მყავს ბადალი ომში, ბჭობით კი მჯობნის ბევრი.

შორს იყო შუღლი ღმერთებისგან და მოკვდავთაგან,

შორს ჩვენგან რისხვა, ბრძენკაცსაც რომ შლეგად მოაქცევს.

ჩაისახება, როგორც ტკბილად მწრთოლვარე თაფლი,

110 გულში იზრდება, ვით ცეცხლისგან კვამლი მხრჩოლავი!

ასეთი რისხვა გამიღვივა აგამენონმაც. . .

მაგრამ ვივიწყებთ ხოლმე წარსულს, თუნდაც უმწარსს,

რისხვას ჩავიხშობთ, თუ მოითხოვს საჭიროება.

გავალ, რომ შევხვდე საზარ ჰექტორს - ჩემს საოცნებოს,

115 ხოლო სიკვდილი მე იმწამსვე მზად ვარ მივიღო,

როს მარგუნებენ მამა-ზევსი და სხვა ღმერთები!

სიკვდილს ჰერაკლეც ვერ გაექცევა, მოკვდავთა შორის

უდიადესი, თუმც უყვარდა ძლიერ მამა-ზევსს.

ბედმა სძლია და ჰერას ბოღმამ დაუცხრომელმა.

120 მეც, რაკი ასე მიწერია, მშვიდად მოვკვდები,

სადაც მომწვდება! მაგრამ მანამ მოვიხვეჭ სახელს!

კიდევ არა ერთ ქალს მკერდსავსეს - ტროელს, დარდანელს

დარდით და ოხვრით ვაკაწვრინებ ძუძუს ჯანდამწვარს,

ნაზ ღაწვებიდან ხელით ცრემლებს მოვაწმედინებ!

125 გაიგონ, დიდხანს რომ ბრძოლისგან დამისვენია.

ამაოდ ცდილობ შემაჩერო, მწყურია ომი!”

კვლავ თქვე თეტისმა, ქალღვთაებმა ვერცხლისფეხებამ:

”შენ მართალი ხარ, შვილო ჩემო, ცუდი როდია,

მოძმეთა დახსნა სიკვდილის და გასაჭირისგან.

130 მაგრამ დღეს შენი საჭურველი ტროელთ ეკუთვნის.

რვალით, მოკაშკაშ-მოელვარით, გმირმა ჰექტორმა

მკერდი დაიცვა და ზეიმობს! ვფიქრობ, დიდი ხნით

303

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!