30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

130 მყისვე მიუგო მძლე ატრიდმა აგამენონმა:

”უბადლო კი ხარ, აქილევსო, ღმერთის სადარო,

მაგრამ ნუ ფლიდობ, ასე უცბად თვალს ვერ ამიხვევ,

შენ არხეინა გსურს განძს ფლობდე, მე კი დამტოვო

უაზნოქმნილი!

დაბრუნებას მირჩევ ქალისა

135 მაშინ აქაველთ დიდსულოვანთ სამაგიეროდ

შესაფერისი სხვა საუნჯე უნდა მიბოძონ!

თუ არ ინებებთ, თვითონ მოვალ, დავეუფლები

სიმდიდრეს შენსას, აიანტის, ოდისევსისა,

ვაი - უბედურს, ვისაც რისხვით თავს დავატყდები!

140 მაგრამ ამაზე შემდეგ ვიტყვით, ახლა კი დროა

შავმკერდა გემი ჩავაცუროთ ღვთაებრივ ზღვაში,

მძლე მეხოფურნი შევარჩიოთ, დავსხათ ზვარაკი,

ტურფაღაწვება ქრისეისი დავსვათ გემბანზე.

ხომალდს წარუძღვეს მჭევრმეტყველი ვინმე რჩეული -

145 იდომენევსი, აიანტი ან ოდისევსი,

ან თვითონ შენა, პელევსის ძევ უმამაცესო,

ზორვა ვყოთ, ვინძლო შეგვიწყალოს შორსმოისარმა!”

ცერად გახედა აქილევსმა, მრისხანედ უთხრა:

”ეჰ, შე ურცხვობის საბუდარო, პატივმოყვარევ!

150 ვინღა ისურვებს შეასრულოს ბრძანება შენი

ვინღა შეებმის შეუპოვრად ტროელთა ლაშქარს

განა მოვსულვარ, რომ ტროელებს, შუბის მტყორცნელებს

შევრკინებოდი მე არ მახსოვს მათგან ზიანი:

ცხენთა რემა და ჯოგი როდი გაუტაცნიათ

155 უხვნაყოფიან და ხალხმრავალ ფთიიდან ტროელთ,

ჯეჯილი როდი უთელიათ! გვაშორიშორებს

ჩრდილის დამფენი მთაგრეხილი, ზღვა - მოგუგუნე.

შენდა შემხიდედ შევიკრიბეთ, შენს სახიეროდ,

მენელაოსის ნამუსისთვის ვიბრძვით, პირძაღლო!

160 აინუნშიაც არას აგდებ, მეც მემუქრები,

ჩემი ნადავლის მიტაცებას იქადი კიდეც,

აქაველებმა რომ მომიძღვნეს ბრძოლით დაქანცულს.

მე ანაკლები სულ მხვდებოდა შენზე ნაკლები,

ოდეს ვიკლებდით აყვავებულ ციხე-ქალაქებს.

165 თუმც შერკინების სისასტიკე ჩემი მკლავების

ხარჯზე წყდებოდა, როს გაყოფა დაიწყებოდა,

შენ უდიდესი წილი გქონდა, მე - უმცირესი. . .

უხმოდ ბანაკში ვბრუნდებოდი ბრძოლით მაშვრალი.

ახლა ფთიაში მივიჩქარი, ო, რა ტკბილია

170 შინ დაბრუნება მალემსრბოლი გემებით! კმარა -

შენგან შერცხვენილს არ მსურს შენი განძი ვამრავლო!. . .”

მყისვე მიუგო თემისთავმა აგამენონმა:

34

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!