30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

250 მან გარდასულიც და მერმისის საქმეც უწყოდა.

ერთ ღამეს იშვა თვის მეგობარ ჰექტორთან ერთად.

როგორც ის სიტყვით, ისე ჰექტორ ბრწყინავდა საქმით.

ჭკუაკეთილმა მოყმემ ტროელთ ასე ურჩია:

”გირჩევთ, გულდაგულ რომ განსაჯოთ ეს საქმე, ძმებო:

255 კოშკში შევიდეთ, არ ველოდოთ მინდორში ეოსს

გემებთან ახლოს.

ჩვენს შორსა ვართ ქალაქის ბჭიდან.

იმ დროს, როს მტრობდა აგამემნონს ქველი ვაჟკაცი,

ესოდენ მძლავრნი როდი იყვნენ აქაველები.

მეც მიხაროდა გემებთან რომ ვათევდი ღამეს.

260 იმედი მქონდა, ხელთ ვიგდებდით მალე ხომალდებს.

ახლა თქვენსავით მეც შიში მაქვს ფეხმარდ პელიდის.

ვიცი, რა შმაგი სულიც უდგას, როდი ისურვებს

ველზე დაყოვნდეს, სად აქაველთ და მამაც ტროელთ

ომში თანაბრად თავს ატყდება არესის რისხვა.

265 ეცდება ციხე დააქციოს, ცოლნი წაგვგვაროს!

ახლავ გავბრუნდეთ! დამიჯერეთ, ასე მოხდება!. . .

დღეს თუ დაყოვნდა პელევსის ძე, გმირი ფეხმარდი

ამბროსიული ღამის გამო, ხვალ აქ წაგვასწრებს

და არ დაგვინდობს.

ო, აქილევსს მალე მრავალი

270 გაიცნობს კარგად. ილიონში ლაღადაც შევა,

ვინ გაექცევა! მრავალ ტროელს დაფლეთენ ძაღლნი

და ყვავ-ყორანნი. ნუ მომასმენ, ღმერთო ამ ამბავს!

გთხოვთ დამიჯეროთ, თუნდ ამ სიტყვამ გული გატკინოთ:

ღამე ვათიოთ მოედანზე, მაშინ ჩვენს ქალაქს

275 კოშკი, კარიბჭე და ვეება საკლიტურები

მტკიცედ შეკრულნი, გრძელნი, გლუვნი ეყოფა დაცვად.

სისხამ დილაზე კვლავ ავისხამთ რვალის საჭურველს,

კოშკზე დავდგებით. ვაი, თავხედს, ვინც კადნიერად

ხომალდებიდან გამოჭრილი კოშკთან იბრძოლებს!

280 კვლავ გაბრუნდება, როცა ცხენებს ქედმორკალულებს

ქალაქის ირგვლივ უნაყოფო სირბილით დაღლილს.

ზვიადი გუიც ვერ გაუწევს გალავნისაკენ,

მას ვერ დაანგრევს, უმალ ძაღლთა ლუკმა გახდება!”

თვალი მრისხანედ შეავლო და უთხრა ჰექტორმა:

285 ”პულიდამანტო, რასაც ამბობ, გულს მწარედ ხვდება

უკან დახევას გვირჩევ, ტროის კოშკში შეყუშვას!

ნუთუ დამალვა დღემდე ყელში არ ამოგსვლიათ

მხნე პრიამოსის ციხეს ადრე ყველა მოკვდავი

ოქრომრავალ და სპილენძმრავალ ქალაქად თვლიდა.

290 დაშრტა ყოველი, რაც ძვირფასი რამ გვქონდა შინა!

რამდენი განძი ფრიგიაში, მეონიაში

307

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!