30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ერთიც მოვკალით, მეცამეტე, მსოტვარი გემთან,

იგი ამ ღამით მზირად ჩვენი დიადი ლაშქრის

გამოეგზავნათ ჰექტორსა და სხვა დიდებულებს”.

თქვა და ერთ ფლოქვად ქცეულ ცხენებს თხრილზე გადაჰყვა

565 ამაყი მოყემე, გმირთა დასით გარსშემორტყმული.

მალე მიადგნენ დიომედეს მშვნიერ კარავს,

კოხტად დაჭრილი ღვედებისგან შეკრულ სადავით

თავალას მიაბეს ბედაურნი, სად დიომედეს

ჰყავდა სხვა რაშნიც, ტკბილი პურით ნასაზრდოებნი.

570 ხოლო დოლონის საჭურველი მძლე ოდისევსმა

გემზე წაიღო, შესწირავდნენ ვიდრე ათენას.

შემდეგ ჩაყვინთეს ზღვის ტალღებში, ოფლი და მტვერი

ჩამოირეცხეს წვივებზე და მუხლისთავებზე

და როცა ზღვის წყლით განიწმინდნენ ოფლისგან, მტვრისგან,

575 გამოაცოცხლეს სხეული და გული ხალისით,

ლამაზად გათლილ გობში ტანი კვლავ განიბანეს,

სხეული ზეთით დაიზილეს სურნელოვანით

და სანადიმოდ დასხდნენ. თასით დიად ათენას

ღვინო უსხურეს საზედაშე, თაფლზე უტკბესი.

ქება მეთერთმეტე

აგამენონის გმირობა

ტითონის ტკბილი სარეცელი დათმო ეოსმა,

სხივი საამო მოაფინა მოკვდავთ და უკვდავთ.

ამ დროს ერისი აქაველთა სწრაფსრბოლ გემებთან

საბრძოლო ნიშნით მოავლინა ღრუბელთბატონმა.

5 ბანაკის შუა რომ ეყენა ოდისევსს გემი,

ერისი დადგა ზედ, მისი ხმა რომ მისწვდენოდა

შორეულ კარვებს აიანტის, აქილევსისა,

მრავალხოფიან ხომალდებით სულ განაპირას

აქეთ და იქით მდგომთა თვისი ძალის იმედით.

10 საშინელი ხმით შემოჰკივლა შუღლის ქალღმერთმა

აქაველ მოყმეთ და ყოველთა გულში შთაბერა

180

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!