30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ცალკეული დეტალები, ეპიზოდები თუ გმირთა სიტყვები, ისე სიმღერები (ქებანი), სიმღერათა

ჯგუფები და მთლიანად მთელი პოემები გარკვეულ კანონზომიერებას ემყარება. ეს არის წრიული

კომპოზიციის პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულა სახვით ხელოვნებაში გაბატონებული

გეომეტრიული სტილის შესაბამისად. მეცნიერებაში ამჟამად დადგენილია, რომ კრეტა-მიკენის

ცივილიზაციის შემდგომ საბერძნეთის ხელოვნებაში განვითარდა გეომეტრიული სტილი, რომელიც

ემყარებოდა დეტალებისა და მოტივების ურთიერთშეთანხმებას (კოორდინაციას) და

ურთიერთდამოკიდებულებას (სუბორდინაციას). გეომეტრიული ხელოვნების სრულყოფილება

წრიული კომპოზიციის საშუალებით მიიღწევა, რომლის დროსაც ორნამენტები და მოტივები

განლაგებულნი არიან ცენტრთან და ერთმანეთთან დაკავშირებით სიმეტრიულად. ასეთი ფორმა

სისხლხორცეულად ჰქონდა შეთვისებული ყოველ ბერძენ ხელოვანს და, როგორც ირკვევა, ტროის

ომის უზარმაზარ პანორამასაც თავისი დროის ყველაზე დიდი ხელოვანი ჰომეროსიც ასევე ხედავდა.

ასევე გადმოსცა იგი არა სახვით ხელოვნების, არამედ პოეზიის საშუალებით. გეომეტრიულმა

ხელოვნებამ განვითარების უმაღლეს დონეს სწორედ ჰომეროსის ეპოქაში, VIII საუკუნეში მიაღწია.

”ილიადის” კომპოზიციური ცენტრი XI-XIII ქებანი, აქედან წრიული კომპოზიციის შესაბამისად

ისე მარაოსავით იშლება პოემის ეპიზოდები, რომ პირველ ქებაში ტიპოლოგიურად ეპიზოდთა

ისეთივე თანმიმდევრობაა, როგორც მის საპირისპირო პოლუსზე, ბოლო, XXIV ქებაში, II ქებაში

ისეთივეა, როგორც ბოლოსწინა, XXIII ქებაში, III ქებაში ისეთივეა, როგორც XXII ქებაში, და ა. შ. აი,

მაგალითად, რა ეპიზოდებით თავდება პირველი ქება: აქილევსისა და თეტისის საუბარი, თეტისის და

ზევსის საუბარი, კამათი ოლიმპოზე. ხოლო XXIV ქება იწყება ტიპოლოგიურად მსაგვსი ეპიზოდებით:

კამათი ოლიმპოზე, ზევსისა და თეტისის საუბარი, თეტისის და აქილევსის საუბარი. . . სიმბოლურად

ეს ასე შეიძლება გამოისახოს:

n. . . . abs – cba. . . n

სადაც n არის I ქების დასაწყისი, ან XXIV ქების დასასრული. ეპიზოდთა რიგი I და XXIV

სიმღერებში შებრუნებულია, რადგან კომპოზიციური ცენტრიდან ისინი ერთნაირად და

სარკისებურად უნდა იყვნენ დაცილებულნი და წარმოსახულნი. თავისთავად ცხადია, ეპიზოდთა

ტიპოლოგიურ მსგავსებაში არ იგულისხმება მათი შინაარსობრივი იგივეობა: სხვა აქვთ ღმერთებს

საკამათო I ქებაში და სხვა რამეზე დაობენ XXIV ქებაში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სიმეტრიულად ასე

დაცილებულ ადგილებში მოთხრობილია პაექრობა ოლიმპოზე და არ არის საუბარი, ვთქვათ,

დაკრძალვაზე. ასეთი წრიული კომპოზიცია ახასიათებს ჰომეროსის ორსავე პოემას. მაგრამ ეს იმას

როდი ნიშნავს, რომ ავტორს წინასწარ ჰქონდა შედგნილი სათანადო სქემები და ნახაზები, განგებ

ეძებდა ამ სიმეტრიას. უბრალოდ მისი გენიალური ტვინი ასე იყო მოწყობილი, სხვაგვარად მას

მხატვრული აზროვნება არ შეეძლო. ამიტომაც წრიული კომპოზიცია, რომელიც ასე გამჭვირვალედ

ჩანს, როცა მას სქემების სახით წარმოვადგენთ, 28 საუკუნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა

კაცობრიობას, იგი, ალბათ, არც თვით ჰომეროსს ჰქონდა გააზრებული და, მით უმეტეს, არც მის

მსმენელებს თუ მკითხველებს. სწორედ ამიტომაც ამ მწყობრ მექანიზმში, რომელიც პრინციპულად

წრიულ კომპოზიციაზეა დაფუძნებული, ზოგიერთი დეტალი ოდნავ არღვევს კიდეც სიმეტრიას და

მკვლევარები ცდილობენ ხოლმე როგორმე ასეთი გადახვევებიც კანონს დაუმორჩილონ, მაგრამ ასეთი

მოწადინება ზედმეტად უნდა მივიჩნიოთ. ხომ არაფერი ეშველება იმას, რომ ჰომეროსი ზოგჯერ

გარდაცვლილ მამას ატირებს თავისი შვილის ცხედრის წინ, ხომ აქვს უფლება ჰომეროსსაც ზოგჯერ

”ჩათვლემისა” სწორედ ამიტომ ცალკეული უზუსტობანი მხედველობაში არ არის მისაღები, მით

უმეტეს, რომ მათ მკითხველისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ და უკვე აღარა აქვთ

მნიშვნელობა არც მეცნიერებისათვის, რაკი პოემათა აგების ძირითადი პრინციპი მიგნებულია.

თავისთავად წრიული კომპოზიციის აღმოჩენა პოემათა აღქმას არაფერს ჰმატებს, მკითხველზე ეს

პრინციპი გაუაზრებლადაც იმავე გავლენას მოახდენს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ აღმოჩენის

წყალობით ნათლი ხდება: ”ილიადას” და ”ოდისეას” ჰყავთ ერთი ავტორი, რომელიც ერთგან

თავმდაბლურად კი აცხადებს: - მე ღმერთი არ ვარ, რომ გარდასულ დროთა ამბავი ღირსეულად

გადმოვცეო, მაგრამ კაცობრიობას მასზე ნიჭიერი ღმერთი არ გამოუგონია.

პელაზგები და ”ილიადა”

ჰომეროსის ”ილიადაში”, როგორც სამართლიანად მიუთითებენ, აისახა ტომთა ქიშპობა მცირე

აზიის ადრეული კოლონიზაციის დროს. ბერძნული ტომების ჩამოსახლება ჩვენს წელთაღრიცხვამდე

15

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!