30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

505 ფუჭად ძლიერი გმირის ხელით გამოტყორცნილი.

იდომენევსმა დაჭრა შუბით ოინომაონ,

გაუპო რვალმა სამკერდული და ნაწლავები

გამოუყარა. მტვერში ხელით ფხოჭნიდა მიწას.

იდომენევსმა მოკლულს შუბი გრძელჩრდილიანი

510 ისევ ააძრო, მაგრამ თორნი ვერ ააგლიჯა

მოკლულს მკერდიდან, დააყარა მტერმა ისარი.

ისე მოქნილნი როდი იყო, რომ მეყსეულად

შუბს მივარდნოდა, აეცდინა ოროლიც სხვისი.

მედგარი ბრძოლით და სიკერპით გაშორდა სიკვდილს.

515 ფეხებს გაჰყავდათ ნელა-ნელა ბრძოლის ველიდან.

ოროლი სტყორცნა, აღვსებულმა ბოღმით და ბრაზით,

კვლავ ააცდინა, ასკალაფოსს ეწია შუბი -

ენიალიოს-ღვთაების ძეს.

მხარი ოროლმა

520 გაუპო, ნები დაცემულმა შეახო მიწას.

ხმამოგუგუნე ძლიერ არესს კიდევ კარგახანს

არ გაუგია, რომ დაეცა მისი გმირი ძე:

ოლიმპოს თხემზე ოქროს ღრუბლით გარემოცული

ყოვლადძლიერი ზევსის ნებით იჯდა ღვთაება,

525 იქ სხვა ღმერთებიც იყვნენ, ბრძოლას ვინც არიდა.

ასკალაფოსის გვამთან ფიცხლად შეიბნენ გმირნი.

დეიფობოსმა ააგლიჯა ზუჩი ელვარე.

არესის მსგავსმა მერიონემ მას ჰკრა ოროლი,

ზუჩი, თვალთ გასწვრივ გახვრეტილი, გააგდებინა.

530 მჭახე ჟღრიალით გადაგორდა ჩაფხუტი იქვე.

ქორივით ეცა მერიონე, კუნთში ჩასული

შუბი უკავნვე გამოგლიჯა და მეყსეულად

კვლავ თვის რაზმისკენ უკუმიდგა, ხოლო პოლიტემ -

ძმამ დაკოდილ ძმას მკერდზე მძლავრად მოხვია ხელნი.

535 ბრძოლის ველიდან გაიყვანა, ეტლამდე მიჰყვა.

მარდი ცხენები, ბრძოლის გნიასს არიდებულნი,

ელოდნენ. ეტლზე შემდგარიყო ცხენთმარბიელი.

მყის გააქანეს, დეიფობოს მწარედ კვნესოდა,

სისხლი მოსჩქეფდა ჭრილობაზე ტკივილით ტანჯულს.

540 ბრძოლა გაგრძელდა, ირგვლივ იდგა კვნესა-გოდება.

კალეტორის ვაჟს ენეასი შეხვდა - აფარევსს,

ბასრი ოროლი განუწონა თავდამსხმელს ხორხში.

თავი ჩაკიდა, ზედ დააწვა ფარი და ზუჩი,

მოყმეს სიკვდილი დაუეფლა სულის შთანთქმელი.

545 ანტილოქოსმა თვალი მოჰკრა ოტებულ თოონეტს

და გაიმეტა სასიკვდილოდ: გადაუწყვიტა

მარჯვენა მხრიდან ყელს რომ მაღლა მიჰყვება ძარღვი,

ბარბაცით შედგა მოყმე, შემდეგ დაასკდა მიწას,

224

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!