30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

695 ფილაკეს მცხოვრებთ, პარასოსის ყვავილოვანის,

ქალღმერთი დემეტრეს წილხვდომილის და იტონისა,

ზღვის სანაპირო ანტრონესი და პტელეოსის, -

პროტესილაოს ჰყავდა მეფედ, სანამ ცოცხლობდა,

ახლავ შავ მიწას იყო გმირი მიბარებული.

700 ის ფილაკეში გულმწუხარე ცოლს დაეთხოვა,

აუგებელი დარჩა სახლიც.

დასცა ტროელმა,

როცა ყველაზე უწინარეს დატოვა გემი.

ბელადი ჰყავდა და ძველ ბელადს სპა დასტიროდა.

ახლა პოდარკე მიუძღოდა არესის მოდგმის,

705 ძეი იფიკლოსის ფილაკიდის, არვემრავლის,

პროტესილაოს ასაკითაც, ძალითაც სჯობდა

თავის უმცროს ძმას.

უბელადოდ არ დარჩა ჯარი.

710 ორმოცი გემი მოჰყვა გმირებს შავფერდიანი.

დასახლებულნი ბოიბედის ტბასთან, ფერეში,

ბოიბესა და გლაფირეში, იაოლკოსში -

თორმეტი გემით მოეყვანა ძეს ადმეტოსის,

ევმელოსს.

იგი ალკესტისმა შესძინა მეფეს,

715 ულამაზესმა პელიასის ასულთა შორის.

მეთონესა და თავმაკიეს, მელიბოიას

და სუსხიანი ოლიძონეს მოსახლეობის

შვიდ გემს მოუღვა ფილოკტეტე, მძლე მშვილდოსანი.

ყოველ ხომალდზე იყო მოყმე ორმოცდაათი,

720 მეხოფური და მეომარიც უმამაცესი.

მაგრამ თვით გმირი აუტანელ ტკივილს ებრძოდა

კუნძულ ლემნოსზე, სად აქაველთ დატოვეს მარტო

საშინელ ჰიდრას საზარელი გესლით მოწყლული. . .

მალე არგიველთ ფილოკტეტე გაახსენდებათ

725 შავფერდებიან ხომალდებთან.

არ დარჩა ჯარი

უმეთაუროდ, მაგრამ სწუხდა ბელადის გამო.

მედონი, ბუში ოილევსის, რაზმებს აწყობდა.

იგი შესძინა რენემ ქალაქთმმსურველ ოლივესს.

ქვაღორღიანი ოთომეს და ტრიკეს ბინადართ,

730 ექალიესი, ექალიურ ევრიტოს ციხის -

მეთაურობდა ორი ვაჟი ასკლეპიოსის -

პოდალეიროს, მახაონი - მარჯვე აქიმნი.

მათ ოცდაათი გარანდული გემი ჩამოჰყვა.

ორმენიაში და ნაკადთან ჰიპერეიის,

735 ასტერიონში, ტიტანოსის თეთრ თხემთან მცხოვრებთ

62

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!