30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

430 ასე ბრძანა და ხანგრძლივ დუმილს ზარდაცემული

მიეცა ყველა: გულმრისხანედ ბრძანებდა იგი.

ბოლოს წარმოთქვა ფოინიქსმა ცრემლმორეულმა,

ჭაღარა გმირი თრთოდა გემთა დაღუპვის შიშით:

”თუ გულში გიდევს, აქილევსო, შინ დაბრუნება

435 და სულაც არ გსურს ჩვენს ხომალდებს ცეცხლი შთანთქმელი

რომ ააშორო, გულში რისხვა ჩაგბუდებია,

შვილო ძვირფასო, როგორ დავრჩე აქ მე უშენოდ

ერთად გაგვიშვა ჩვენ მოხუცმა გმირმა პელევსმა,

როცა ფთიიდან გაგაყოლა ატრიდის ლაშქარს.

440 ჭაბუკო, მაშინ იყავ ომში გამოუცდელი

და საფიხვნოზეც, სად დიდებას იხვეჭნენ კაცნი.

მწვერთნელად გამოგყევ, რომ საბჭოზე გებრწყინა მუდამ

მჭევრმეტყველებით, მოქმედებით - ყოველ საქმეში.

არა, უშენოდ, საყვარელო შვილო, არ ძალმიძს

445 დარჩენა, თუნდაც ყოვლისშემძლე ღმერთმა ინებოს

სიბერის ნაცვლად მიძღვნას სიტკბო სიყმაწვილისა,

წლები, ელადა რაც დავტოვე ქალმშვენიერი,

როს მამის, მოხუც ამინტორის, რისხვას გავექეც -

ორმენიდისა, თმამშვენიერ ქალქულის გამო.

450 მისდამი ვნება ცოლს - დედაჩემს აჰყრიდა პატივს.

მუხლთ მომეხვია, შემევედრა, მამაზე ადრე

ქალწულს შევრთვოდი, რომ მოხუცი შესძულებოდა.

ასეც მოვიქეც. მამაჩემმა შენიშნა მალე,

დამწყევლა, საზარ ერინებს ევედრა, დიაცს

455 აღარასოდეს ღირსებოდა ჩასმა კალათში

ჩემგან შობილ ძის. შეუსრულეს თხოვნა ღმერთებმა -

ქვეშეთის ზევსმა, პერსეფონემ მარად უწყალომ.

რისხვით აღვენთე, მსურდა რვალით მომეკლა მამა,

დამაშოშმინეს უკვდავებმა, გულს ჩამინერგეს,

460 რომ კაცთა შორის ჭორს და სირცხვილს ვერ ავცდებოდი,

თუ აქაველნი მიწოდებდნენ მშობელ მამის მკვლელს.

აუტანელი გახდა ჩემთვის სევდა-ნაღველი,

დაბოღმილ მამის გვერდით მიწყივ სახლში წრიალი.

მეგობრები და ახლობლები სულ გარს მეხვივნენ,

465 მევედრებოდნენ ერთსულოვნად, შინ ვყოფილიყავ.

მრავალი ცხვარი და მრავალი ხარი დაკლული,

ქონით მბზინავი ღორი უხვად იყო ეზოში,

გამოტანილი შესაწვავად ჰეფესტოს ალზე.

ბლომად მოხუცის დოქებიდან შეისვა ღვინო.

470 ცხრა ღამეს ჩემთან ათენებდნენ სულ გადაბმულად,

გუშგებს ცვლიდნენ და წამითაც არა ქრებოდა

ცეცხლი ეზოში, გალავანი რომ ერტყა მტკიცე

და შინაც - ჩემი სამთიობოს კარებთან ახლოს.

160

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!