30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ვეღარ იხსნიან სევდავსებულთ მარადი ცხენები,

ხელიდან ვეღარ გამისხსლტება, ახლავ ერთ-ერთი

გინდ დაიმალოს. ამას გთხოვ, გულს ჩაიმარხე:

260 თუკი დიდებას მომანიჭებს ბრძენი ათენა,

და ვძლევ ორთავეს, აქ დააბი მარდი ცხენები,

მტკიცედ მოზიდე სადავენი ეტლის კაუჭებს.

არ დაგავიწყდეს, რომ ენეასს წაჰგვარო რაში.

და თორნმშვენიერ აქაველთა ბანაკში გყავდეს.

265 შორს მოგუგუნე ზევსმა მისცა ამ ჯიშის ცხენი

ნორჩ განიმედის საფასურად ტროსის ვაჟიშვილს.

მზის და ეოსის სავანეში არ ჰყავთ ბადალი რაშებს.

ანიქსეს, ხალხთ მეუფეს, მიუჩენია

მათთვის ჭაკები, არც იცოდა ლაომედონტმა.

270 ამ ჯიშის ცხენი შეეძინა ანქისეს ექვსი,

ოთხი საკუთრად გამოზარდა საჯინიბოში.

შიშის მომგვრელი ორი ცხენიც მისცა ენეასს.

თუ ხელთ ჩავიგდეთ, ხომ უდიდეს სახელს მოვიხვეჭთ!”

ოდეს გმირები ბჭობდნენ, სწრაფად ჩამოუქროლეს

275 მტრებმა, ფიცხ რაშებს ტროელები მოაგელვებდნენ

თავდაპირველად ლიკაონის ვაჟმა შეჰყივლა:

”ტიდევსის ძეო, სიმამაცით სახელგანთქმულო!

თუმც ფთაშესხმული მწარე ისრით ვერ დაგაჩოქე,

შუბით გამოგცდი, ვინძლო ზუსტი მქონდეს მიზანი!”

280 თქვა და გასტყორცნა გმირმა შუბი გრძელჩრდილიანი,

ფარს განუწონა, ფარი გაჭრა ბასრმა სპილენძმა

და გმირის აბჯარს შეეხეთქა რვალი ხმაურით.

გახარებულმა მყის შესძახა ლიკაონის ძემ:

”მოგხვდა! ო, ვესავ, დიდხანს შენი კვნესა არ გასტანს!

285 ბოლოს ხომ მაინც მომანიჭე სახელ-დიდება!”

უმალ მიუგო დიომედემ კეთილშობილმა:

”ამაოდ მტყორცნე, ო, მოტყუვდი! მაგრამ ჩვენ ალბათ

ვერ მოვისვენებთ, სანამ ერთ-ერთს ბედად არ ხვდება

სისხლით გააძღოს არეს, ომით გაუძღომელი!”

290 ეს თქვა თუ არა, შუბი სტყორცნა, ხოლო ათნამ

მიმართა რვალი თვალებშუა, კბილებს რომ გასცდა,

ენა გაფლითა, ცხვირიც გაჭრა სასტიკმა რვალმა,

შუბის ბუნიკი გაეჩხირა მოყმეს ნიკაპში.

ეტლიდან მიწას დაენარცხა ელვარე ჯავშნის

295 საზარ გრუხუნით.

შედრკნენ ტროსის მარდი ცხენები,

მოყმეს სული და ძლიერება გამოეცალა.

ფარ-შუბოსანი ენეასმა ეტლი დატოვა:

97

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!