30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ცეცხლოვან ეტლზე შედგა, შუბი მაღლა შემართა,

390 მძიმე და მძლავრი, მრავალ სპათა დამამსხვრეველი,

სპათა, რომელთაც რისხვა ელის ზევსის ასულის.

ჰერამ მათრახი დასცხო ცხენებს, გრგვინვით განახვნეს

ბჭენი ზეცისა მის წინაშე მყისვე ჰორებმა,

(ოლიმპოს მწვერვალს დარაჯობენ და ზეცის თავანს,

395 წაგრაგნილ ღრუბელს ხან გაშლიან, ხან შეკუმშავენ).

ამ გზით, ამ ბჭიდან გააჭენეს ეტლი ღმერთებმა.

ზევსმა რომ მოჰკრა იდას მთიდან თვალი, განრისხდა,

მაცნედ ირისი დაადევნა ოქროსფრთიანი:

”გასწი, ირისო, მოაბრუნე, არ მისცე ნება,

400 თორემ ერთმანეთს ცუდ ბრძოლაში შევეგებებით!

უთხარ, რომ ვბრძანებ, აღვასრულებ კიდეც, რაც ვბრძანე:

ცხენებს დავუმსხვრევს ფეხებს, შებმულთ ელვარე ეტლში;

მათ გადმოვათრევ, დავალეწავ ეტლსაც მიწაზე!

მგრგვლივ მბრუნავ ათ წელს ქალღმერთები ვერ მოირჩენენ

405 ღრმა წყლულს, ნამეხარს! დაიხსომებს კარგად ათენა

თვალებბრიალა, თუ რა გულით შეება მამას!

მაგრამ ჰერაზე არ ვარ მწყრალად, ვეღარ ვმრისხანებ:

უკვე ჩვევად აქვს, რც მსურს, უმალ ჩაშალოს იგი!”

ასე უბრძანა და ქარიშხლის მსგავსი ირისი

410 იდას თხემიდან ოლიმპოსკენ მყისვე გაიჭრა.

მრავალბორცვიან ოლიმპოს მთის მისადგომებთან

შეხვდა, კრონიდის სიტყვა უთხრა მაცნე ქალღმერთებს:

”რა გსურთ, თქვენს მკერდში გული აგრე რატომ ბობოქრობს

გიკრძალავთ ზევსი შეეწიოთ არგიველთ ლაშქარს.

415 ასე გიბრძანებთ, აღასრულებს კიდეც, რაცა თქვა:

ცხენებს დაუმსხვრევს ფეხებს, შებმულთ ელვარე ეტლში,

თქვენ გადმოგათრევთ, დაალეწავს ეტლსაც მიწაზე.

მგრგვლივ მბრუნავ ათ წელს ვერ მოირჩენთ სასტიკ იარას -

ღრმა წყლულს, ნამეხარს! დაიხსომებ კარგად, ათენავ,

420 თვალებბრიალავ, თუ რა გულით შეები მამას!

მაგრამ ჰერაზე კრონიონი ვეღარ მრისხანებს:

ჩვევად გქონია, რაც სურს, უმალ ჩაშალო იგი!

შე უსირცხვილო ძუკნავ, ნუთუ ბედავ, საზარო,

უზარმაზარი შუბი გეპყრას ზევსის წინაშე”

425 სიტყვას რომ მორჩა, მყის გაფრინდა სწრაფი ირისი.

მაშინ ათენას მიუბრუნდა ქალღმერთი ჰერა:

”ა-ვახმე! რა ვქნა, ზევსის ქალი, მე თავს ვერ ვიდებ,

ბრძოლას კრონიდის უნებურად მოკვდავთ მხარდამხარ!

დაე იცოცხლოს ერთმა, ხოლო მეორე მოკვდეს,

430 რაც სურს განგებას. გულსა ჰკითხოს, განსაჯოს ზევსმა -

ტროელთ რა ელის, დანაელებს რა უწერიათ”.

146

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!