30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

როგორც სჩვევიათ ხოლმე, მეფევ, კაცსაც და დიაცს.

შენც ასათნოვე სული, იყავ კეთილმოსურნე!

ბოლოს მან ლხინიც საზეიმო გადაგიხადოს

180 თავის კარავში და უკლებლივ გიძღვნას პატივი!

ატრიდო, იყავ შემდეგ უფრო სამართლიანი!

იცოდე, მეფის შერიგება ვერ დაამცირებს

მოყმესთან, ვინც დაამცირა უგანაჩენოდ!”

მყისვე მიუგო მამაცთ მეფე აგამენონმა:

185 ’შვებით ვისმინე შენი სიტყვა, ლაერტის ძეო!

ჭეშმარიტება გვითხარი და სწორედ განსაჯე.

მზად ვარ შევფიცო და ამასვე მიბრძანებს გული,

ღმერთის წინაშე ვყოფ ზენაარს! ხოლო პელიდი

აქ უნდა დარჩეს, თუმცა ეგზომ სწყურია ბრძოლა.

190 ყველანი დარჩით, კარვებიდან სანამ საზღაურს

აქ მოიტანენ, სანამ ვიტყვი ზენაარს წმინდას.

შევე მოგანდობ მე ამ საქმეს, შენ შეარჩიე

აქაველთ შორის ყმაწვილკაცნი კეთილშობილნი

და ყველა განძი, რაც დავპირდი გუშინ აქილევსს,

195 ჩემი გემიდან მოიტანე, ქალნიც მოგვგვარე.

შენ, ტალთიბიოს, აქაველთა ფართო ბანაკში

ტახი მონახე, რომ შევწიროთ ზევსს და ჰელიოსს”.

პასუხად უთხრა კვლავ პელიდმა, გმირმა ფეხმარდმა:

”ქველო ატრიდო, აგამემნონ, მამაცთა მეფევ!

200 შემდეგ ვიზრუნოთ ამ საქმეზე, იმ დროს სჯობია,

როცა მცირე ხნით დავეხსნებით ბრძოლას მომქანცველს

და მრისხანება გულში აგერ არ იგიზგიზებს.

ჯერ ჩვენს წინაშე განგმირულთა ჰყრია გვამები,

ჰექტორმა მოსრა, როს დიდება არგუნა ზევსმა.

205 თქვენ კი ხალხს უხმობთ სასაუზმოდ

მე სულ სხვას ვფიქრობ:

მე ახლავ ვურჩევ აქაველებს ბრძოლაში გასვლას,

მშიერთ და მჭლეებს.

საღამოს კი, მზის დახდომის წინ,

საყოველთაო ლხინს შევუდგეთ შურისმგებელნი.

მანამ არა მსურს მე პურ-ღვინო, არ გადამივა

210 ყელში საჭმელი იმ უსულო მოძმის წინაშე,

კარვის შუაში, დაფლეთილი სასტიკ სპილენძით

რომ წევს კარისკენ ფეხშექცევით . . . ირგვლივ მეგობრებს

ერთი აზრი აქვთ! საუზმე კი ფიქრად არ მომდის,

ბრძოლა მწყურია, სისხლი, კვნესა საწყალობელი!”

215 ისევ მიმართა ოდისევსმა ჭკუაულევმა:

”ო, აქილევსო, აქაველთა შორის უმხნესო!

320

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!