30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

როცა ფთიდან აგამენონს გაახლა ლაშქრად:

- შვილო, სიმტკიცეს ათენა და ჰერა გიძღვნიან,

255 როს ისრუვებენ, შენ კი გმართებს დათრგუნო მკერდში

ამაყი სული: სათნეობა გერჩიოს მუდამ.

შუღლს მოერიდე, სანამ შეძლებ, რომ კიდევ უფრო

ყრმამ თუ მხცოვანმა შენ გადიდოს არგიველთ შორის.

ასე გითხრა და დაივიწყე. . . ო, ახლა მაინც

260 დაგიცხრეს რისხვა დამღუპველი! აგამენონი

გიბოძებს მრავალს ძვირფასეულს, თუ დამშვიდდები.

გინდა, მისმინე, ჩამოგითვლი მე ყოველივეს,

რასაც გპირდება აგამენონ ერისმთავარი:

ცეცხლშეუხებელ შვიდ სამფეხა, ათ ოქროს ტალანტს,

265 ოც კარდალასაც მოელვარეს, თორმეტ მარდ მერანს,

მრავალ მარულის მონაწილეს და გამარჯვებულს.

კაცი ნამდვილად ოქრო-ვერცხლით აივსებოდა,

გაუჭირვებლად იცხოვრებდა, თუ იმდენ ჯილდოს

თავს მოუყრიდა, რაც ცხენებმა ატრიდს არგუნეს!

270 შვიდ ქალს უბიწოს გიძღვნის, მარჯვე ხელმოსაქმეებს,

ლესბოსელთ. ოდეს შენ დაამხე ტურფა ლესბოსი,

თვით აირჩია ლამაზთ შორის ულამაზესნი

და მათ დაგითმობს. დაგიბრუნებს მას, ვინც მოგტაცა -

ბრისეს ასულსა. და დიადი ფიცით გაუწყებს,

275 არ ჩასწოლია სარეცელში, არ მოხვევია,

ვით ხდება ხოლმე მამაცთა და დიაცთა შორის.

ახლავ მიიღებ ყოველივეს და კიდევ, როცა

პრიამეს ტროას იავარვყოფთ ღმერთის შეწევნით,

ოქრო-სპილენძით შეგიძლია აავსო გემი.

280 თვით ნახე, როგორ გავყოფთ ნადავლს აქაველები,

თვით აირჩიე ტყვე ქალთაგან ოცი ტროელი,

გარდა არგიველ ელენესი, მშვენთა მშვენისა.

თუ აქაველნი კეთილ არგოსს დავუბრუნდებით,

სიძედ გაგიხდის, შეგიყვარებს როგორც ორესტეს -

285 მხოლოდშობილ ძეს, ფუფუნებით გაზრდილ ყმაწვილკაცს.

მას უცხოდ ნაგებ სასახლეში ქალი ჰყავს სამი:

ქრისოთემისი, ლაოდიკე, ამფიანასა.

რომელიც გსურდეს, გულს რომელიც უფრო გიამებს,

პელევსის სახლში წაიყვანე, გერგება მზითვად,

290 რაც კი არავის მიუცია პატარძლისათვის.

შვიდ ქალაქს მჭიდროდ დასახლებულს მოგცემს სამეფოდ:

ენოპეს, ჰერეს საძოვრიანს, დე კარდამილეს,

ფერეს, ანთეას - თვალუწვდენელ ვაკეზე გაშლილს,

აიპეიას, პედასს - ზვრებით, ვენახით მდიდარს.

295 ყველა ქალაქი ზღვის პირას დგას, პილოსის საზღვრად.

იქ ცხვარ-მრავალი, ჯოგ-მრავალი ხალხი ბინადრობს,

ღმერთივით შენდა სადიდებლად ხარკს აურაცხელს

156

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!