30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

850 მომიღეს ბოლო, შენ კი მოხვედ უკვე მესამე.

სიტყვას მოგიგებ უკანასკნელს, გულს ჩაიმარხე:

ქვეყნად სიცოცხლე შენც ხანგრძლივად არ დაგრჩენია,

შენს წინაშე დგას სიკვდილი და სასტიკი ხვედრი,

ბოლოს მოგიღებს აქილევსი, მძლე ეაკიდი!”

855 ეს თქვა და მყისვე დაეუფლა სიკვდილი მოყმეს.

ჩუმად გაფრინდა სხეულიდან სული ჰაერში,

ბედს დასტიროდა, გამქრალ ძალას და სიჭაბუკეს.

ხოლო პატროკლეს, უკვე მოკლულს, უთხრა ჰექტორმა:

”რატომ მიქადი წინასწარვე მრისხანე სიკვდილს

860 კაცმა არ იცის, იქნებ თვითონ მძლე აქილევსი

ჩემზე უადრეს, ჩემი შუბით დათმობს სიცოცხლეს”

ასე თქვა. ტერფით დააწვა და ააძრო შუბი

მოკლულს, ფეხი ჰკრა, გვამი პირვე გადააბრუნა.

შემდეგ ანაზდად მიუბრუნდა გმირ ავტომედონტს,

865 ძლიერ მეაბჯრეს სახელგანთქმულს ეაკიდისა.

ის კი უმალვე გააქროლეს მარდმა, უკვდავმა

ცხენებმა, ძღვნად რომ ერგო პელევსს ღმერთებისაგან.

ქება მეჩვიდმეტე

მენელაოსის გმირობა

მყისვე შენიშნა ატრევსის ძემ მენელაოსმა

პატროკლე, მტრისგან განგმირული ფიცხელ ბრძოლაში.

გაიჭრა შუბით აღჭურვილი, გვამის გარშემო

ისე ბორგავდა, ვით ბოჩოლას გარშემო დედა,

5 ახალ მშობელი, პირველ შობის ვერ-მეცნიერი.

თავს ევლებოდა აგრერიგად მენელაოსი,

მრისხანედ ოროლს იღერებდა ფარშემართული.

მზად იყო სული ამოერთვა, ვინც შებედავდა.

მაგრამ პანთოსის ძლიერ ძესაც ომში ძლეული

10 პატროკლეს გვამი დიახაც რომ რამედ უღირდა.

მიუახლოვდა და შესძახა გმირ მენელაოსს:

”ზევსის ნაზარდო მენელაოს, მამაცთა მეფევ,

გამშორდი, დათმე სისხლიანი ჩემი ნადავლი!

ჩემამდე არვინ არც ტროელი, არც მოკავშირე

15 არ შეხებია შუბით ფიცხელ ომში პატროკლეს.

თავიდან მომწყდი, მაამაყე ტროელთა შორის,

თორემ მიფრთხილდი, ტკბილ სიცოცხლეს გამოგასალმებ!”

რისთვის აენთო მენელაოს ქერათმიანი:

282

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!