30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ორეითვია და მაირა და ამათეა, -

ზღვის წიაღიდან - მისი დები ნერეიდები.

50 ირგვლივ მორევი ვერცხლისფერი აავსეს დებმა,

მკერდში იცემდნენ და გოდებდა დედა თეტისი:

”მისმინეთ, დებო, საყვარლებო, ნერეიდებო!

ახლა გაიგებთ, თუ რა დარდი მიმსჭვალავს სულსა!

ვა-ვაი, ბედკრულს! . . . ახა-ვაი, მე საწყალობელს!

55 ვაჰ, გმირის მშობელს!. . . მყავს ვაჟკაცი, პირველთა შორის

უპირველესი!

ფუფუნებით გავზარდე იგი,

როგორც წალკოტში მშვენიერი ყვავილი ბუტკო.

სწრაფი გემებით ილიონში გამოვამგზავრე,

ტროელთ ლაშქართან საბრძოლველად.

ვეღარასოდეს

60 ვნახავ პელევსის პალატებში, მამის კერაში!

მაგრამ ვიდრემდე ცოცხლობს იგი, ხედავს მზის ნათლს,

უნდა იტანჯოს, მე შველა არ შემიძლია!

მაინც მივდივარ, უნდა მითხრას ძემ საყვარელმა,

თავს რა დაატყდა სასტიკ ბრძოლის ველს განრიდებულს!”

65 ასე წარმოთვა. ზღვა დატოვა. ამოჰყვნენ დებიც

მოქვეითნენი. გაიფანტა ირგვლივ ხმაურით

ტალღები ზღვისა. მიაღწიეს ტროას და წყნარად,

ერთი-მეორის მიყოლებით მიადგნენ ნაპირს,

სადაც გვერდი-გვერდ მირმიდონელთ გემები იდგა.

70 მიუახლოვდა დედოფალი გმირს მწარედ მკვნესარს,

მკერდზე გოდებით მიიხუტა თავი შვილისა,

თვით ქვითინებდა და თან ფრთიან სიტყვას ეტყოდა:

”რად ტირი, შვილო ეს რა დარდი ეწვია შენს სულს

ნუ დამიმალავ და მითხარი! ხომ შეასრულა

75 ზევსმა, რაც სთხოვე გულმხურვალედ ხელაპყრობილმა

გემის კიჩოსთან მიისრისნენ აქაველები,

შენღა გნატრობენ და სასირცხო საქმე სჭირთ ახლა!”

ოხრვით მიუგო აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:

”ვიცი, დედაო, შემისრულა ზევსმა ყოველი. . .

80 რა თავში ვიხლი, როს დავკარგე ძვირფასი მოძმე

პატროკლე ყველა მეგობარზე მეტად მიყვარდა,

თავს ვევლებოდი და ხელიდან გამომეცალა!

მკვლელმა ჰექტორმა საჭურველიც ახსნა ვეება,

რომელიც ღმერთებს მიუძღვნიათ პელევსისათვის,

85 ოდეს შენ მოკვდავს სარეცელზე ეტრფე უკვდავი.

ო, რად არ დარჩი ზღვის ქაღმერთად, ლამაზ ფერიად,

ო, რატომ პელევსს არ არგუნეს მოკვდავი ცოლი!

შენ უსასოო, უსასრულო დარდი მოგელის,

შვილის დამკარგველს, ვერ იხილავ ამიერიდან

90 მამულში შენს ძეს! ახლა უკვე გულიც არ მიწევს

302

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!