30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თქვა და მას აჰყვა თვამცეცხლია ღმერთი ათნა;

720 ჰერამ შეკაზმა რაშნი ოქროსავჟანდიანნი,

ქალღმერთმა ძველთაძველი მოდგმის, კრონოსის შვილმა

და ეტლს მოარგო მორკალული სპილენძის თვლები

რვამანიანი, რკინის ღერძზე სწრაფად მბრუნავი

ფერსო ოქროსი, უჟანგავი, სპილენძის სალტე

725 ზედ მორგებული, ხილვად ერთი რამ საოცარი.

მორგვი ვერცხლისა ელვარებდა მომრგვალებული,

ძარაც ვერცხლისა და ოქროსი, კაშკაშა ღვედით

იყო შეკრული, ორი კავი ზედ მოსდებოდა

მათ შუა ვერცხლის დიდი ხელნა იყო გაჩრილი.

730 ჰერამ გამართა ზედ უღელი, შიგვე გააბა

ოქროს სადავე და ხელთ იპყრა, უკვდავნი რაშნი

გამოაქროლა აღგზნებულმა ბრძოლის წყურვილით.

ამ დროს ათენამ, ეგიოხი ზევსის ასულმა,

მჩატე პეპლოსი ტანთ გაიძრო, ნაკეც-ნაკეცად

735 დაბლა დაუშვა მის მიერვე ნაქსოვ-ნაკაზმი.

ნაცვლად აიღო მეხისმცემელ ზევსის ჯავშანი

და შეიმოსა ცრემლის მომგვრელ საბრძოლო აბჯრით.

მკერდთან მოიგდო აიგიდა ფოჩებინი,

ზარდამცემი და შემოსილი საშინელებით:

740 შუღლით, მძლავრებით, ლტოლვით, დევნით, ერთად

ყოველით

და გორგოს თავით, საზარელი უღჩხული სახით -

უმრისხანესი სასწაული ეგიოხ ზევსის.

ჩაჩქანი ჰქონდა ოქროვანი, ოთხბალთიანი,

მოზარნიშნული, ას ქალაქს რომ გადასწვდებოდა.

745 ასე ფიცხელი შედგა ეტლზე, შემართა შუბი

მძიმე, ძლიერი და იმ ლაშქარის დაცამლეწველი,

რომელსაც რისხვა წილად ხვდება ზევსის ასულის.

ჰერამ მათრახი ფეხმარდ რაშებს დასცხო, განახვნეს

გრუხუნით ბჭენი ზეცათანი მყისვე ჰორებმა,

750 რომელთა ოლიმპოს და ცისკიდის დაცვა მიენდოთ,

ხან ღრუბელს შლიან, ხან შეკრავენ ცის კარიბჭესთან

ამ ბჭეთა გავლით გააქროლეს რაშნი ღმერთებმა.

მალე იხილეს უკვდავთაგან შორს მყოფი ზევსი,

მარტო მჯდარიყო ბორცვებიან ოლიმპოს თხემზე.

755 ცხენი მოთოკა მხრებქათქათა ქალღმერთმა ჰერამ

და კრონოსის ძეს, ღრუბელთმარეკს ასე მიმართა:

”მამაო ზევსო! ნუთუ რისხვას არ გგვრის არესი

რამდენი გმირი და როგორი მოსპო და მოსრა -

მძლე აქაველი მოძალადემ!

მზარავს სილაღე

108

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!