30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ხვალ გამყვებაო სანუკვარი მამულისაკენ.

მაგრამ თუ არ სურს, გმირი მოხუცს ძალას არ ატანს”.

ასე ამბობდა. ღრმა დუმილმა მოიცვა ყველა

ზარდაცემული: სასტიკ სიტყვას ამბობდა იგი.

695 ხმა არ გაიღეს დიდხანს დარდით დანაელებმა.

კეთილშობილმა დიომედემ წარმოთქვა ბოლოს:

”მძლეო ატრიდო აგამენონ, ხალხთა მეუფევ!

ჯობდა არ გეთქვა გულზვიადი აქილევსისთვის,

არც შეგეძლია ძღვენი: იგი, ისეც ამაყი,

700 ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო გაამაყდება!

მოვეშვათ პელიდს, დარჩეს იგი, სამშობლოსაკენ

წავა თუ არა, ცხადია, რომ ბრძოლად გამოვა.

თავის გულისთქმით, თუ ეს უნდა ღმერთს ყოვლისშემძლეს.

მისმინეთ და, რაც გითხრათ, კვერი დამიკრას ყველამ:

705 ხამს დავისვენოთ, მანამ უნდა ვიმაგროთ გული

პურ-ღვინით, ღვინოს სიმხნევეც და სიმტკიცეც მოსდევს.

ხვალ კი, ეოსი რომ იელვებს ვარდისთითება,

მხედარნი გემთა წინ გააწყვე და სპაც ქვეითი,

გული აღუგზნე, შეუერთდი მეწინავეებს!”

710 ასე თქვა და მხნედ ყველა მეფემ დასცა ყიჟინა,

გაოცებულმა დიომედეს გაბედულ სიტყვით.

ბოლოს ასხურეს ზედაშე და თავის კარვებში

ძილისშორისის საჩუქრებით დატკბნენ მოყმენი.

ქება მეათე

დოლონია

თავ-თავის გემთან კეთილშობილ ყველა აქაველს

კეთილი ძალით ძლელს მთელი ღამე ეძინა,

მაგრამ ხალხის მწყემსს აგამენონს, მართლმორჭმულ ატრიდს

არ უგემნია ტკბილი ძილი ფიქრმოძალებულს.

5 ვით ელავს ელვა ლამაზთმიან ჰერა დედოფლის,

აშხაპუნებდა თქორი, მავნე სეტყვა ტკაცუნებს,

გადაათეთრებს თოვლით ველებს შმაგი ქარბუქი,

ან კაცთამჟლეტი ომი საზარ ხახას დააბჩენს, -

ისე გორგავდა აგამენონ, გულის სიღრმიდან

10 მტანჯველი დარდი მოხეთქავდა, თრთოდა ნაწლევი,

ოდეს ხედავდა ტროელთ ბანაკს. გმირს აოცებდა

ილიონის წინ მოგიზგიზე ურიცხვი ცეცხლი,

ხმა სალამურთა, ხორხოცი და გნიასი ხალხის.

ხოლო აქაველთ ბანაკის და გემთა შემყურე

166

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!