30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ასე ამბობდა და მოსურნეც გამოჩნდა ბევრი:

ორთავ აიანტს წასვლა სურდა, არესის მსახურთ,

სურდა მერიონს, სურდა მამაც ნესტორის ძესაც,

230 სურდა შუბოსან მენელაოსს - ატრიდს თმისთავს,

სურდა ოდისევს ჩუმად შესვლა ტროელთ ბანაკში.

მუდამ საფრთხისკენ მიუწევდა გული ლაერტიდს.

მაგრამ წამოდგა ხალხთა მეფე აგამენონი:

”ტიდევსის ძეო დიომედევ, უსაყვარლესო,

235 თვით აირჩიე, ვინც გენებოს და ვინც გგონია

უმამაცესი, ხომ ხედავ, რომ სწყურია მრავალს.

გულის ნადები აქაო-და არ გამიგონო,

კარგს ნუ დათმობ და ცუდს ნუ იხმობ ამა საქმისთვის,

გვარ-ტომს ნუ მისდევ, მეფე იყოს თუნდ მეფეთ შორის!”

240 ასე თქვა. ბედი აშინებდა მენელაოსის.

ისევ მიუგო დიომედემ ომახიანმა:

”თუკი იბრძანებთ, მეგობარი თვით ავირჩიო,

ოდისევსს როგორ დავივიწყებ ღმერთების რჩეულ

არვინ ასეთი გულითადი არ მეგულება.

245 მტკიცეა ჭირშიც და შრომაშიც, უყვარს ათენას!

თუ წამყვა, ცეცხლსაც გადავლახავთ გავარვარებულს,

ისე მრავალ ხრიკს იტევს ხოლმე მისი გონება”.

თქვა ოდისევსმა, ღვთაებრივმა მრავალტანჯულმა:

”ტრიდიდო, ძლიერ ნუკი მაქებ და ნურც მაძაგებ,

250 მიცნობს არგიველთ ყველა გმირი და თემისთავი.

გვიჯობს გავწიოთ, ღამე გარბის, ახლოა დილა.

შორს მიილივნენ ვარსკვლავები, ორ წილზე მეტი

გზა განვლო ღამემ და მესამე წილიღა დარჩა”.

ასე წარმოთქვა, შეიმოსნენ მტკიცე საჭურვლით,

255 ტიდიდს უბოძა ორლესული რვალის ხანჯალი

მძლე თრასიმედემ (დარჩენოდა გმირს ხმალი გემზე).

ფარიც მიართვა. თავზე ხარის ტყავით დაწნული

ზუჩი დაჰხურა, უკბილო და უბიბილოო.

ასეთი ჩაჩქით იმშვენებენ ხოლმე თავს ყრმები.

260 ოდისევსს მისცა მერიონემ მშვილდიც, კაპარჭიც,

ხმალიც, თავზე კი დაახურა ტყავის ჩაჩქანი,

შიგნიდან მჭიდროდ ამოწნული ხშირი ღვედებით,

გადატკეცილი. ხოლო გარეთ ეკიდა ჩაჩქანს

ტახის ეშვები, აქეთ-იქით მიქანაობდა

265 თეთრ, ლამაზ მწკრივად, გაყოფილი იყო შუაში.

ავტოლიკოსმა ელეონის ციხინდა იგი,

როს ჰორმენიდი ამინტორის სახლი დაამხო,

172

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!