30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მიწაზე ეგდო უილაჯოდ ხელებგანრთხმული.

ახლა რომ ვიყო იმავე ხნის, არა უძლური,

მალე ჰპოვებდა მტერს ჰეტორი ზუჩმოელვარე!

თუმც ლაშქრად ბევრი გულფიცხელი აქაველი გვყავს,

160 ვერავინ ბედავს შეერკინოს ღვთაებრივ ჰექტორს!”

ასე არცხვენდა სპას მცხოვანი და მყის ცხრა გმირი

წამოიმართა: აგამენონ იყო პირველი,

მკლავმოუღლელი დიომედეც ადგა - ტიდიდი,

ძალისმხმეველი ორი გმირი - აიანტები,

165 იდომენევსი და ძმობილი იდომენევსის -

არესის სწორი მერიონე, გმირი უბადლო,

ევაიმონის ძე - ბრწყინვალე ევრიპილოსი,

ანდრაიმონის ძე თოანტი და ოდისევსი.

ყველა მზად იყო - ღვთიურ ჰექტორს შერკინებოდა.

170 კვლავ თქვა ნესტორმა, ცხენოსანმა გერენიელმა;

”რიგ-რიგად ვყაროთ, ძმებო, წილი, ვისაც შეხვდება,

მწამს, გაახარებს ვაჟკაცს, ლამაზ საბარკულიანს.

თვითონაც ძლიერ გაიხარებს, თუკი უვნებლად

გადაურჩება ორთაბრძოლას ფიცხელს, საზარელს!”

175 ასე წარმოთქვა, აირჩიეს გმირებმა წილი,

აგამენონის, ატრევსის ძის, ზუჩში ჩაყარეს.

სპა ერთსულოვნად აღაპყრობდა ზეცისკენ ხელებს

მღაღადებელი, ღმერთს შესთხოვდა ბევრი მათგანი:

”მამაო ზევსო! შეახვედრე წილი აიანტს,

180 ან ერისმთავარს მიკენისა, ოქრომრავალის”.

ასე ამბობდნენ და ნესტორი ჩაჩქანს ანჯღრევდა,

და ამოვიდა ყველასათვის ნანატრი წილი

აიანტისა.

მაცნემ ლაშქარს ჩამოუარა,

მარჯვნიდან დაჰყვა და აჩვენა ყველა აქაველს.

185 ნიშანი თვისად ვერვინ სცნო, ბოლოს შიკრიკი,

ხალხში რომ ჩაჩქანს ატარებდა, მასაც მიადგა,

ვინც ის ნიშანი ზუჩში ჩასდო, მძლე აიანტმა

მაცნეს მარჯვენა გაუწოდა, წილი მიიღო,

იცნო ნიშანი და შეჰყვირა გულანთებულმა,

190 მიწაზე დადო და მიმართა სპას აღტაცებით:

”წილი ჩემია! გული ლხენით ახლა ამევსო,

ისე მწყურია გამარჯვება დიად ჰექტორზე!

სანამ საჭურველს ავისხამ და შევიმოსები,

ილოცეთ, ძმანო, კრონიონი მეუფისადმი,

195 უხმოდ ილოცეთ, რომ ტროელებს არ გააგონოთ,

129

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!