30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

და ოვისვენებ, ხოლო ღამით ილიონს მივალ.

ო, გულო, ფიქრებს მისცემიხარ განა ამაოდ!

ქალაქიდან შორს, გაშლილ ველზე, თვალი რომ მომკრას

თუ გამომენთო, ვერ მიყელებს განა ფეხმარდი

565 ო, მაშინ სიკვდილს და საზარ ხვედრს მე ვერ ავცდები!

ეს კაცი ყველა კაცსა სჭარბობს შეუდარებლად!

მაგრამ ქალაქის კარიბჭესთან რომ შევეგებო

მისი სხეულიც, ვით სხვა კაცთა, ვერ უძლებს სპილენძს.

მასაც ხომ სული უდგას, მასაც მოკვდავი ჰქვია.

570 მხოლოდ კრონიდი აძლევს ხოლმე ძალმოსილებას”.

ასე წარმოთქვა. ბრძოლად დადგა. პელიდს ელოდა:

გული უწევდა სამამაცოდ, შესარკინებლად.

როგორც ავაზა წარაფიდან რომ გამოჩნდება,

გულდაგულ ხვდება მონადირეს, არ იცის შიში,

575 როდი შეკრთება, როდი გარბის ღავღავის ხმაზე,

თუნდ მონადირე ოროლსა და ისარს სტყორცნიდეს.

შუბით დაჭრილიც არა სტოვებს ბრძოლის ასპარეზს,

სანამ არ დასცემს შემხვედურს, ან თვით არ დაემხობა.

ასევე იდგა ანტენორის ძე აგენორი,

580 არ სურდა წასვლა, სანამ პელიდს არ გამოცდიდა.

ზედ აიფარა მკერდზე დიდი ფარი ბაკმული,

შუბი შემართა და მუქარით შესძახა მედგრად:

”ალბათ, აქილევს, იმედი გაქვს, სახელოვანო,

რომ დღეს დაამხობ კეთილშობილ ტროელთ სავანეს

585 არა, უგნურო, ჯერ ჭირ-ვარამს კიდევ ბევრს ნახავთ!

ჯერ კვლავ ბევრი გვყავს ტროელთ გმირი მძლავრიც, გულადიც.

მზად ვართ, მამათა, მეუღლეთა და ჩვილ ყრმათათვის

დავიცვათ ციხე, რომლის ბჭესთან შენც დაემხობი,

შენ, კაცთა შორის უმხნესო და უმამაცესო!”

590 თქვა და ძლიერი ხელით სტყორცნა ელვარე შუბი.

ვერ მოახვედრა რიგიანად: მუხლს ქვემოთ წვივზე

ბრპენის ლეკვერთხმა უსიამოდ დაიჟღრიალა

და აისხლიტა საბარკულმა რვალი სასტიკი.

ფეხს გასცდა, ღმერთის საჩუქარი ვეღარ გაკვეთა.

595 მაშინ აგენორს აქილევსმა სტყორცნა ოროლი,

მაგრამ დიდება აპოლონმა არ მიანიჭა:

გამოიტაცა ღრმა წყვდიადით მოცული მოყმე

და სულ ადვილად გააპარა ბრძოლის ველიდან,

თვით კი პელიდი გაიტყუა მოხერხებულად.

600 აგენორს ვერცხლისმშვილდოსანი ემსგავსა სახით,

წინ გადაუდგა. გაემოენთო მოყმე ფეხმარდი.

როცა მისდევდა შორსმოისარს პურის ყანაში,

ღრმანაკადიან სკამანდროსის სანაპიროსთნ,

ღმერთი ოდნავღა თუ უსწრებდა: აცდენდა მოკვდავს,

351

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!