30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

აფროდიტე კი მომღიმარი

თან ახლავს რჩეულს, ბედს სწევს ხოლმე.

ახლაც დაიხსნა

მოყმე, სიკვდილის მოლოდინით ათრთოლებული,

თუმც აშკარაა, რომ დაჯაბნა მენელაოსმა.

აბა, რას იტყვით, როგორ გნებავთ დამთავრდეს საქმე

15 ისევ აღვაგზნოთ ბრძოლის ცეცხლი, შუღლის საზარი,

თუ ორ ტომს შორის სანუკვარი ზავი დამყარდეს

უკეთუ ყველას სიამოვნებს მათი მშვიდობა,

არ დაინგრევა პრიამოსის ქალაქიც მაშინ

და შინ წაიყვანს მენელაოს ლამაზ ელენეს!”

20 ამოიოხრეს ათენამ და ჰერამ.

ქალღმერთნი

გვერდი-გვერდ ისხდნენ, ტროელთათვის ავს იზრახვიდნენ,

მაგრამ პალასი ჩუმად იყო, მრისხანე სიტყვით

ზევსს არ მიმართა, თუმც ბორგავდა მის სულში ბოღმა,

ჰერამ ვერ შეძლო დაოკება მძვინვარე რისვის:

25 ”ჰოი, სასტიკო კრონიონო, რა ბრძანებაა -

რატომ არაფრად ჩამითვალე მოწადინება

ქანცი გაუწყდათ ცხენებსაც კი, როს ჯარი დავძარ

პრიამოსის და მისი მოდგმის გადასათქერად.

ჰქმენ, რაცა გნებავს, ამით ყველა ღმერთს ვერ აამებ!”

30 მრისხანედ უთხრა ქალღმერთს ზევსმა ღრუბელთმქუფრავმა:

”ბოღმით აღვსილო! პრიამოსმა და მისმა მოდგმამ

რა ბოროტება შეგამთხვიეს, რომ გწყურის მიწყივ

გაცამტვერება ილიონის, სვიან ქალაქის

შენ რომ შეგეძლოს შეაღწიო გალავნის შიგნით,

35 ცოცხლად შთანთქავდი პრიამოსსაც, მის ნაშიერთაც

და ყველა ტროელს, დაიცხრობდი მაშინღა ბოღმას!

ჰქმენ, რაცა გნებავს! ღვარძლიანად თუნდაც ვიავოთ,

ჩემ და შენ შორის არ იელვებს მტრობის სახმილი.

ერთს კიდევ გეტყვი, დაიხსომე, გულს ჩაიბეჭდე:

40 როს რისხვით გზნებულს მსურს დავლეწო ციხე-ქალაქი,

სამშობლო კაცთა, გულის შენის მაამებელთა,

თავისუფლება მომეც, რისხვას ნუ გამინელებ!

გითმობ ამ ქალაქს, თუმცა გული მეთანაღრება.

მანათობელ მზის და ხომლიან ცის კამარის ქვეშ

45 რაც ქალაქი ჩანს, მოკვდავთაგან დასახლებული,

ყველაზე მეტად ილიონი გულს ეფონება,

პრიამოსი და სპა შუბოსან პრიამოსისა.

მარადღე იქ ჩემს საკურთხეველს ზორვა შვენოდა,

ზედაშე, კვამლი და ყოველი, რაც ღმერთს ეკუთვნის”.

50 ზევსს კვლავ მიუგო დედოფალმა ხარისთვალებამ:

78

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!