30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ასე ამბობდა და ეამა დედოფალ ჰერას.

435 აპოლონს უთხრა მაშინ ღმერთმაც მიწისმრყეველმა:

”ჩვენ რაღას ვდგავართ გარე-კერძო არ გვეკადრება!

უკვე დაიწყეს სხვა ღმერთებმა. თუ უბრძოლველად

მივალთ ოლიმპოს, ზევსის სახლში, სირცხვილს ვჭამთ მაშინ!

აბა შენ იცი, უმრწემესო! მე არ შემფერის

440 დასწრება, რაკი ადრე გავჩნდი, ბევრიც რამ ვიცი.

ოი, უგნურო, გუმავიწყო, ნუთუ არ გახსოვს

რა დღე დაგვადგა ილიონთან უკვდავთა ნებით

დავემორჩილეთ ზევსის სურვილს გაამაყებულ

ლაომედონტთან მთელი წელი აღთქმულ სასყიდლით

445 ვიღწვოდით, მისი სისასტიკე გაოგვიცდია.

ტროელთ ავუგე ქონგურები ქორედ-ქორედი,

ქალაქის ბურჯი, შეუხებელ-შეუღწეველი.

შენ კი, ფოიბოს, მრუდერქიან ხარებს მწყემსავდი

ხშირი მუხნარით აქოჩრილი იდას ფერდობზე.

450 და როს ჰორების აღთქმულ ჯილდოს ჟამი დაგვიდგა,

ლაომედონტმა მიითვისა ჩვენი კუთვნილი,

სასტიკ მუქარით გაგვასახლა ტროის ქვეყნიდან.

ხელფეხშებორკილს გიქადოდა გაშმაგებული

უცხო კუნძულზე მონასავით უმალ გაყიდვას,

455 ორთავეს ყურებს დაგაჭრითო, გვემუქრებოდა.

ჩვენც გავეცალეთ ვერაგ მეფეს გულამღვრეულნი.

მან აღთქმა დასდო, ზენაარი არ შეასრულა!

ნუთუ ამიტომ გსურს სიკეთე მიუზღო ტროელთ

და არ გწყურია იავარყო სამარადჟამდო

460 დე, დაწნდნენ დედაწულიანად, დე, დასამარდნენ!”

მიუგო ვერცხილსმშვილდოსანმა აპოლონ ღმერთმა;

”მიწისმრყეველო! არ ჩამთვლიდი თვით შენ ჭკვიანად,

რომ შეგწყრომოდი და შეგმობდი მოკვდავთა გამო,

ამა საცოდავ და უბადრუკ ქმნილებათათვის,

465 ფოთოლთა მსგავსად მიწის წვენით აყვავებულნი

გამოჩნდებიან ამა ქვეყნად და კვლავ ქრებიან.

არა, მე შენთან არ მსურს შუღლი! დე, მათ იბრძოლონ!”

ასე თქვა. მყისვე უკმიიქცა შეშფოთებული,

ბიძას - მამის ძმას ვერ შეჰბედა - ღვთაებას ძლიერს.

470 დამ, არტემისმა, ბუკის ცემით გულმხიარულმა,

ნადირთ უფალმა, ძმას მრისხანედ უსაყვედურა:

”ნუთუ გარბიხარ, მოისარო და პოსეიდონს

უთმობ დიდებას, დაუსჯელად რომ იტრაბახოს

შე სულმდაბალო, რად ატარებ შვილს, რას გარგია

475 არ გავიგონო მე დღეიდან მამის დარბაზში

შენი ტრაბახი, უკვდავთ შორის რომ იცი ხოლმე,

პოსეიდონთან აქაო-და ბრძოლად გავალო! ”

348

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!