30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სახელს ეძებდნენ, საგლოველი სიკვდილი ჰპოვეს.

ვით ლონი ორნი მაღალი მთის ქედზე ნაზარდნი,

555 ძუ ლომის ძუძუ უღრან ტყეში რომ უწოვიათ,

ცხვრებს იტაცებენ, დეკეულებს რქამორკალულებს

და კარ-მიდამოს კაცთ უქცვენ, სანამ თვითონაც

კაცთა ხელითვე ნატყორცნ რვალით დაეცემიან, -

ასე ძლეულნი ენეასის მტკიცე მარჯვენით

560 მიწას დაასკდნენ ძმები მაღალ ფიჭვთა სადარნი.

აღშფოთდა მაშინ ატრევსის ძე მენელაოსი,

მეწინავეებს გამოეყო რვალით მოსილი,

შუბი შემართა, აღაგზნებდა მის სულს არესი

ფარული აზრით: ვინძლო სძლიოს ენეასმაო.

655 მაგრამ შენიშნა ნესტორის ძემ ანტილოქოსმა

და თვით გაიჭრა, რომ ხალხთ მწყემსს, მტრის ბოროტებით

რისხვად ანთებულს, სპათა მძიმე შრომის ნაყოფი

არ წაეხდინა.

ამ დროს გმირნი შუბმოღერებით

ერთურთს უქადდნენ შერკინების ჟინით აღვსილნი.

570 გვერდით დაუდგა ანტილოქოს ატრიდს და თუმცა

მგზნებარე იყო ენეასი, ვეღარ თავს იდვა

ერთიმეორის ღირს ორ მამაც მოყმესთან ბრძოლა,

მათ კი მოკლულნი გაათრიეს თავის რაზმებთან,

მწუხარე მოძმეთ მისცეს გვამნი სვეუბედურთა.

575 თვითონ დაბრუნდნენ, მეწინავეთ შორის იბრძოდნენ.

დასცეს არესის მსგავსი მოყმე პილაიმენევს,

პაფლაგონიელ ფარისმფლობელ ვაჟკაცთა მეფე.

იგი განგმირა შუბოსანმა მენელაოსმა,

ყელში აძგერა წინამდგომელს ბასრი ოროლი.

580 ანტილოქოსმა მყის მეეტლე მიდონიც მოკლა

ატიმნიადი, როცა იგი ცხენს აბრუნებდა.

იდაყვზე მოხვდა ქვა, აღვირი სპილოსძვლიანი

და მოელვარე გაუვარდა, მტვერში დაეცა,

ანტილოქოსმა ხმალი ჩასცხო ყრმას საფეთქელში,

585 ამოიგმინა მან, მშვენიერ ეტლის ძარადან

ძირს გადმოეშვა თავდაყირა. მხრებით ჩაემხო

ერთხანს ქვიშაში, სანამ ცხენმა არ გაჰკრა გვერდი

და გააგორა; ანტილოქოს ცხენს სცემდა მათრახს

და ეტლს არგიველთ ლაშქრისაკენ მიაქროლებდა.

590 ჰექტორმა გმირნი რა შენიშნა, შმაგი ყიჟინით

მყის გამოიჭრა და თან მოჰყვნენ ტროელთ ფალანგნი,

წინ მოუძღოდნენ არესი და მძლავრი ენიო,

გუნდი და გუნდი მეომართა მოჰყვა ფიცხელი.

მტკიცე მარჯვენით ღმერთი არეს შუბს იღერებდა,

104

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!