30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ისინი, რათა გააქანონ ტროის ციხეში.

175 ყველაზე მეტად ჰექტორსა სურს ზუჩმოელვარეს

წაგვრა ცხედრისა, განუზრახავს მოკვეთოს თავი

და ხალხის სათრევ-საგინებლად სარზე ააგოს.

დრო აღარ ითმენს, გიგრძნოს გულმა საშინელება!

თუ ტროის ძაღლთა სათამაშოდ იქცა პატროკლე,

180 თუ დასახიჩრდა, წაიბილწა, სირცხვილი შენდა!’

ამოიოხრა და მიმართა გმირმა ფეხმარდმა:

”ქალღმერთო, მითხარ, ღმერთთა შორის ვინ მოგავლინა”

ირისმა მოყმეს უპასუხა ქარისფეხებამ:

”ზევსის მეუღლემ, თეთრხელება ქალღმერთა ჰერამ.

185 მაგრამ არ იცის ზევსმა, მაღალ ტახტის მფლობელმა,

არც სხვა მკვიდრებმა თოვლიანი ოლიმპოს თხემის”.

ისევ მიმართა მას პელიდმა, გმირმა ფეხმარდმა:

”როგორც ვიბრძოლო საჭურველი მტერმა ხელთ იგდო,

სალაშქროდ გასვლაც ამიკრძალა ძვირფასმა დედამ,

190 სანამდის ისევ არ შევხვდები აქ დაბრუნებულს.

ჰეფესტოსაგან გამოჭედილ აბჯარს დამპირდა.

ახლა რა ვიცი, საჭურველი ავისხა ვისი

ფარი მე მხოლოდ მომერგება ტელამონის ძის.

მაგრამ თვით, ვგონებ, მხარში უდგას მეწინავეებს,

195 მტერს ანადგურებს მენეტიდის გვამის გარშემო”.

ისევ მიუგო გმირს ირისმა ქარისფეხებამ:

”ჩვენ ვიცით, შენი იარაღი რომ ტროელთ დარჩა,

მაგრამ უმისოდ მიადექი სანგარს, ეჩვენე.

შეძრწუნდებიან, რომ გნახავენ და ვინძლო მტერმა

200 დასტოვოს კიდეც სარბიელი, მაშვრალ აქაველთ

სულიც მოითქვან. ცოტა დრო აქვთ მებრძოლთ ამისთვის.

ასე თქვა და კვლავ დაუბრუნდა ირისი ზეცას.

ზევსის რჩეული აქილევსი ადგა. ათნამ,

ფოჩებიანი აიგიდით შეუმკო მხრები.

205 თავის გარშემ შემოავლო ოქროს ღრუბელი,

ღრუბლის გარშემო მოკაშკაშე ალი აანთო.

კვამლი რომ ასდის ციხეს, აღწევს ცას ვარსკვლავიანს,

კუნძულზე, რომელს მტრის ლაშქარი ერტყმის გარშემო.

დილიდან სამკვდრო-სასიცოცხლო დავა ჰქონიათ

210 დაღამებამდე მეციხოვნეთ. მზე რომ დახდება,

აბრიალდება მყის შუქურა, სხივი მაღლიდან

ანათებს არეს, რომ მეზობლებს მისცენ ნიშანი

და ხომალდები შემოიჭრნენ მოკავშირეთა.

ასე აფრქვევდა ზეცად სხივებს გმირი ფეხმარდი.

215 გალავანს გასცდა, სერზე დადგა, მაგრამ აქაველთ

305

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!