30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

არ მსურს ღმერთს ღმერთი უთანაბრო ბრძოლაში შეხვდეს,

135 არც ჩვენ და არც სხვა. ძალით ბევრად ვაჭარბებთ მოკვდავს.

სჯობს გავეცალოთ ბრძოლის ველს და ბექობზე დავსხდეთ,

ადამიანებს მივანებოთ საქმე სამხედრო.

თუ აპოლონი ფოიბოსი, ანდა არესი

საუარესოდ გაუხდიან ბრძოლას აქილევსს,

140 ნუ დავაყოვნებთ, ჩვენც ჩავებათ მაშინ ბრძოლაში

და იმედი მაქვს, მალე ყველას მივფანტ-მოვფანტავთ,

ოლიმპოს წავლენ, შეერთვიან ღმერთების კრებულს,

მათს უნებლიედ დათრგუნვილნი ჩვენი მარჯვენით”.

თქვა და უფალი შავთმიანი ქალღმერთ ათენას

145 ღმერთის სწორ ჰერაკლეს ბორცვისაკენ წარუძღვა მაშინ.

ეს ბორცვი ტროელთ ათენასთან ერთად აღმართეს,

რომ გმირს დაეცვა თავი საზარ ვეშაპისაგან,

უკეთუ იგი გაჰყვებოდა ზღვიდან ხმელეთზე.

იქ პოსეიდონ და სხვა ღმერთნი მოლზე დაბრძანდნენ,

150 მხარზე ეფინათ მოქუფრული ღრუბლის ქულები.

სხვები - იქითა მხარს, კალიკოლონეს თხემზე,

შენთან, ფოიბოს, ციხისმლეწველ არესთან დარჩნენ.

ასე ორსავე მხარს ისხდნენ უკვდავნი ღმერთნი,

ფიქრს მისცემოდნენ მდუმარენი, ბრძოლის დაწყებას

155 კი აყოვნებდნენ, თუმცა ზევსი შუღლს აღვივებდა.

ველი გაავსო სპამ.

ცხენთა და მებრძოლთა სპილენძს

ბზინვა გაჰქონდა, და ფერხთა ქვეშ მიწა ათრთოლდა.

ბრბო ომს ელტვოდა,

ამ დროს ორი სვიანი მოყმე

თავ-თავის ლაშქარს გამოეყო აღსავსე ჟინით:

160 ანქისიადი ენეასი და აქილევსი.

ჯერ ენეასი გამოვიდა დაქადნებული,

ზუჩი მრისხანედ ერხეოდა, ფარი მსუბუქი

მკერდზე მიეკრა იღრებოდა სპილენძის ოროლს.

პელიდიც უმალ გამოიჭრა, ვით შმაგი ლომი.

165 სოფლელებს მიზნად დაუსახავთ მოკვლა ლომისა

და შეჯგუფულან, მათ ნადირი ჯერ არად აგდებს,

მაგრამ როგორც კი მარჯვე ბიჭი დაჭრის ოროლით,

აიფოფრება, დაამთქნარებს, საზარელ ხალხას

კიდეზე დუჟი ჩამოუვა. გული უკვნესის

170 ფოჩიან მძლავრ კუდს ნეკნებზე და ფერდებზე იცემს

და თავისსავე თავს აღაგნებს შესაბრძოლებლად.

უცბად დაკვესავს რისხვით თვალსა, შეკრავს კამარას

მტრის დასაფლეთად, ან სიკვდილის შესაგებებლად.

ასე იწვევდა პელიდს ძალაც და სიმცნეც გულის,

329

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!