30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

605 იდომენევსმა ლეიტოსზე მიჭრილ გმირ ჰექტორს

მკერდში, ელვარე სამკერდულთან მოარტყა შუბი,

ზედ ბუნიკზევე გადაუტყდა.

ტროელთა შეჰყვირეს.

ხოლო ჰექტორმა იდომენევსს, მძლე დევკალიონს

თვით სტყოცნა შუბი, ოდნავ ასცდა, მაგრამ განგმირა

610 მხნე მერიონეს მოძმე, გმირი კოირანოსი,

აყვავებული ლიკტოსიდან რომ მოჰყოლია.

იდომენევსი ხომალდიდან თურმე ფეხდაფეხ

მისულა ომში და ტროელებს ნაღდად დიდებას

შესძენდა, ეტლით კოირანოსს რომ არ მიესწრო.

615 სინათლის სხივად მოევლინა, იხსნა ბელადი,

თვითონ კი სული ამოერთვა ჰექტორის ხელით.

ოროლი მოხვდა ყბის ქვეშ, რვალმა გადმოუყარა

მოყმეს კბილები, ხოლო ენა შუა გაუპო.

ძირს დაენარცხა, გაუვარდა სადავეები.

620 მყის მერიონემ ხელი სტაცა მიწაზე აღვირს,

მტვერში ამოსვრილს და შესძახა მხნე იდომენევსს:

”გასწი, სანამდის ხომალდებთან არ მიაჭენებ!

ხომ ხედავ, აღარ გვეღირსება ჩვენ გამარჯვება!”

მათრახი დასცხო მაშინ ცხენებს იდომენევსმა,

625 გეზი აიღო გემებისკენ. შიშმა გაკენწლა.

ჩაწვდნენ აიანტ, მენელაოს ნებას ზევსისა,

რომ გამარჯვება ტროელთაკენ გადახრილიყო.

ლაშქარს მიმართა აიანტმა ტელამონიდმა:

”ვაი ჩვენს თავსა! ძმებო, დიდი ჭკუა არ უნდა,

630 რომ კაცი მიხვდეს: ზევსი ტროელთ ანიჭებს ძლევას!

ვინც უნდა იყოს, სუსტია თუ ძალგულოვანი,

ტროელთა ისრებს ზევსი მუდამ სწორად წარმართავს,

ჩვენი ისრები უსარგებლოდ ჰყრია მიწაზე!

მოდი, ვიფიქროთ, დანაელნო, თუ რა ვიღონოთ,

635 რომ გამოვტაცოთ მტერს პატროკლე, რომ მეგობრები

კვლავ გავახაროთ, როცა ბანაკს დავუბრუნდებით.

ჩვენს შემხედვარეთ მათ თავზარი ეცემათ, რადგან

აგერ ჰგონიათ, კაცთმმუსვრელ ჰექტორის ხელებს

ვეღარ გავუძლებთ, შევცვივდებით შავ ხომალდებში.

640 ო, რომ გამოჩნდეს კაცი, პელიდს ვინც აცნობებდა

საშინელ ამბავს!

მე მგონია, მან არც კი იცის,

რომ დაეღუპა მეგობარი უსაყვარლესი.

მაგრამ მალემსრბოლს ვერვის ვხედავ აქაველთ შორის.

წყვდიადი ფარავს მეომრებსაც და მათს ცხენებსაც!

645 ზევსო მამაო! განაშორე აქაველთ ღამე,

დღის სინათლეზე, რაკი გნებავს, მოგვიღე ბოო! ”

297

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!