30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

410 მიცვალებულნი ხამს მოვალბოთ ცეცხლის ალმურით.

ზევსმა მისმინოს, ჰერას ქმარმა მეხთამტყორცნელმა!”

თქვა და ზეცისკენ, ღმერთთა მიმართ აღაპყრო კვერთი.

იდაიოსიც გზას გაუდგა ილიონისკენ.

ამ დროს საფიხვნოს იყვნენ ერთად ტროელთა სპანი

415 და დარდანელნი, იდაიოსს ელოდნენ, მაცნეს.

ისიც დაბრუნდა, შუა ჩადგა, უთხრა ამბავი.

ყველა წამოდგა და სამზადისს მყისვე შეუდგა:

ვინ - ძლეულთ გვამთა მოსატანად, ვინ - ტყიდან შეშის.

არგიველებიც გაეცალნენ ფართო ხომალდებს:

420 ვინ - ძლეულთ გვამთა მოსატანად, ვინ - ტყიდან შეშის.

მზემ - ჰელიოსმა სხივი სტყორცნა გაშლილ ველ-მინდორს,

გასცდა რა ნელა მონანავე ჭავლს ოკეანის,

ზეცის გზას ადგა, ველზე შეხვდნენ ლაშქარნი ერთურთს.

ცნობა უჭირდათ ასპარეზზე მოკლულ მოყმეთა.

425 წყლით რომ განბანდნენ, სისხლს და ტალახს მოაცილებდნენ,

ურემზე დებდნენ ცხედრებს, ღვრიდნენ ცრემლებს მხურვალეს.

მაღლივ გოდება პრიამოსმა აკრძალა: უხმოდ

კოცონზე გვამებს ასვენებდნენ გულმწუხარენი,

ცეცხლს რომ მისცემდნენ, ბრუნდებოდნენ კვლავ ილიონში.

430 იქით მშვენიერლეკვერთხიან აქაველთ გმირნი

კოცონზე გვამებს ასვენებდნენ გულმწუხარენი,

ცეცხლს რომ მისცემდნენ, კვლავ ხომალდებს უბრუნდებოდნენ.

ჯერ კიდევ დილა არ დამდგარა, ღამის ბინდ-ბუნდში

კვლავ სამუშაოდ გაემართნენ აქაველები.

435 იქ სად ცხედრები დაწვეს, ყველას ერთი ტაგრუცი

აუგეს, იქვე გალავანი აღმართეს მალე,

მტკიცე კოშკები დასაცავად გემთა და სპათა.

ბჭე გაუმაგრეს მტკიცეს შეკრულ საკლიტურებით.

ეტლებს და ცხენებს დაუტოვეს გზა გასასვლელი,

440 შემდეგ გალავნის გარეთ ფართო სანგარი გაჭრეს,

ღრმად ამოთხარეს და ჩაარჭვეს მრავალი პალო.

ასე იღწვოდნენ თმახუჭუჭა აქაველები.

ამ დროს ღმერთები ელვისმტყორცნელ კრონიდთან ისხდნენ,

უკვირდათ რვალისკურტაკიან აქაველთ საქმე.

445 პოსეიდონმა მათ მიმართა მიწისმრყეველმა:

”ზევსო მამაო, ამ უსაზღვრო დედამიწაზე

რომელი კაცი ღმერთს გაანდობს აწ თავის სურვილს

ხედავ, ამღამით თმახუჭუჭა აქაველებმა

გემებს კოშკები მიუშენეს და მის წინ გაჭრეს

450 სანგარი, მაგრამ ღმერთებს განა შესწირეს მსხვერპლი

მათ შეაქებენ ყველგან, სადაც სხივს აფრქვევს დილა,

დაივიწყებენ, რაც ავუგეთ შრომით მაშვრალმა

მე და აპოლონ ფოიბოსმა მძლე ლაომედონტს!”

135

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!