30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საბრძოლო გზნებას ბელადები ვეღარ აცხრობენ”.

405 ჰერმესს მიუგო პრიამოსმა ღმერთის სადარმა:

”თუ ჭეშმარიტად აქილევსის შენ ხარ მსახური,

ნუ დამიმალავ, თქვი სიმართლე, გემუდარები:

ჩემი ძე ისევ გემებთან ჰყავს, თუ დაჩეხილი

მიუგდო ძაღლებს მისი გვამი მძლე აქილევსმა”

410 მოხცს მიუგო კვლავ ჰერმესმა ქველისმოქმედმა:

”არა, არც ძაღლნი შეხებიან, არც ყვავ-ყორანნი.

იგი კარვის ქვეშ, აქილევსის ხომალდებთან წევს

კვლავ უვნებელი, როგორც იყო. დღე მეთორმეტე

დაიწყო, მაგრამ არა ლპება, არა ღრღნის ჭია,

415 ომში დაცემულ მოყმეს ხარბად არომ მუსრავს ხოლმე.

თუმცა მარადღე ძვირფას მოძმის საძვალის ირგვლივ

ათრევს პელიდი, ეოსი რომ ამობრწყინდება,

ხვდება უვნებლად.

გაოცდები, ნახავ შენ თვითონ:

წევს ისე ცოცხლად, ვით ყვავილი ცვარნაპკრუევი,

420 კვალი არ აზის სისხლის და მტვრის, ყველა იარა

ამოვსებია -

ბევრჯერ მოწყლა მრისხანე რვალმა.

ასე მოწყალედ ექცევიან შენს განთქმულ ვაჟკაცს,

უკვე მოკლულსაც, უყვართ ნეტარ ღმერთებს ჰექტორი”.

თქვა და აღივსო მეფე ლხენით, მყისვე შესძახა:

425 ”კარგია, როცა, შვილო ჩემო, მსხვერპლს სწირავ ღმერთებს!

ახლა რომ მყავდეს ძე ცოცხალი! მას ხომ ტროაში

მუდამ ახსოვდა ოლიმპოზე მცხოვრებნი ღმერთნი,

ამიტომ ღმერთებს არც მოკლული დავიწყებიათ!

ო, სათნო მეყავ და მიიღე თასი ოქროსი,

430 დამიცავ, გამყევ ბანაკისკენ ღმერთის შეწევნით,

სანამ მივაღწევთ კარავს გმირი აქილევსისა!”

ისევ მიუგო სხივოსანმა ჰერმესმა მეფეს:

”გინდა აცდუნო სიყმაწვილე ჩემი, მოხუცო

რასაც მთავაზობ, არ მივიღებ უაქილევსოდ.

435 მეკრძალვის გმირის, მეშინია, ჯილდო მოვტაცო,

ვაჰ, თუ ამისთვის თავს დამატყდეს უბედურება.

მაგრამ მზადა ვარ მიგაცილო თვით არგოსამდე,

მიხარის შენი მეგზურობა ხმელზეც და ზღვაზეც.

ჩემთან როცხა ხარ, კაცისშვილი ხელსაც ვერ გახლებს”.

440 თქვა და იმწამსვე ეტლს შეახტა ერიუნიოს.

მყისვე მათრახი და სადავე ჩაიგდო ხელში.

ცხენ-ჯორს შთაბერა უჩვეულო ჟინი და ძალა.

როცა მიიჭრნენ სანგართან და გემთა ზღუდესთან,

396

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!